არიანა გრანდე Hate That I Made You Love Me-ს ვიდეოკლიპს აანონსებს

სინგლი 29 მაისს გამოვა.
არიანა გრანდე
REPUBLIC RECORDS

უკვე დროა, არიანა გრანდეს Petal ერაში ოფიციალურად შევაბიჯოთ. 27 მაისს მომღერალმა მომავალი სინგლის, Hate That I Made You Love Me-ს ვიდეოკლიპის თიზერი გაავრცელა. ვიდეო იწყება კადრით, სადაც მსახიობი ჯასტინ ლონგი ღამით მანქანას მართავს და უკანა ხედვის სარკეში იყურება. სარკის გასწორებისას კი მასში გრანდეს გამჭოლი თვალები ჩნდება, რომლითაც ის ლონგის შეშინებულ სახეს უყურებს. 

ფრაგმენტის ბოლოს ეკრანზე ყვითელი შრიფტით ეწერება სინგლის სახელწოდება, რაც 1986 წლის The Hitcher-ის პოსტერების სტილს მოგვაგონებს. სინგლი 29 მაისს, ხოლო მისი ვიდეოკლიპი 1-ელ ივნისს გამოვა.

ჯასტინ ლონგის გამოჩენა ერთგვარი გაგრძელებაა გრანდეს ტრადიციისა, მუსიკალურ ვიდეოებში ცნობილი მსახიობები მოიწვიოს. 2019 წლის Thank U, Next-ში ჯონათან ბენეტი მონაწილეობდა; 2020 წელს მან ფანები Break Up With Your Girlfriend, I’m Bored-ში ჩარლს მელტონის გამოჩენით გააოცა;  2024 წლის The Boy Is Mine-ში პენ ბეჯლი, იმავე წლის We Can’t Be Friends-ში კი ევან პიტერსი მონაწილეობდნენ.

Hate That I Made You Love Me წამყვანი სინგლია გრანდეს მომავალი, მერვე ალბომისა, სახელწოდებით Petal. ალბომი მომღერლის პირველი ჩანაწერი იქნება მისი ოსკარზე ნომინირებული როლის შემდეგ 2024 წლის ფილმისთვის Wicked და 2025 წლის Wicked: For Good.

გრანდეს ბოლო ალბომი Eternal Sunshine 2024 წელს Billboard 200-ის პირველ ადგილზე მოხვდა და ორი Billboard Hot 100-ის ლიდერი სინგლი ჰქონდა: Yes, And? და We Can’t Be Friends.

Petal 31 ივლისს გამოდის, Eternal Sunshine-ის 41-კონცერტიანი ტურნეს მსვლელობისას. ტურნე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქალაქებს მოიცავს, 6 ივნისს კალიფორნიაში დაიწყება და ლონდონში დასრულდება.

ნახეთ Hate That I Made You Love Me-ს მუსიკალური ვიდეოს თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯგუფმა „კოლექტივმა“ ახალი ანიმაციური მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი