პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
პოლ მაკარტნი
MICHAEL BUCKNER/PMC

შეიძლება იფიქროთ, რომ პრესასთან 60-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, პოლ მაკარტნის ახალი ისტორიები მოსაყოლი აღარ დარჩა. თუმცა ეს ასე არ არის. Beatles-ის ყოფილმა წევრმა და სუპერვარსკვლავმა ახლახან „ბი-ბი-სის” რადიოში ნამდვილი სიურპრიზი გაამხილა. 

გადაცემაში მუსიკოსმა იმ ათი სიმღერის შესახებ ისაუბრა, რომლებიც მის ლივერპულურ ბავშვობას Beatles-ის გლობალურ დიდებასთან აკავშირებდა, მისი ნოსტალგიური ახალი სოლო ალბომის, The Boys of Dungeon Lane-ის ფონზე. და მაშინ, როცა მართლაც საინტერესო იყო 83 წლის მაკარტნის მოსმენა – როცა ის ჰყვებოდა, თუ როგორ იქცა ჯინ ვინსენტის Be-Bop-A-Lula შთაგონებად, თუ როგორ უნდა წარედგინა საკუთარი მუსიკა Beatles-ს – ნამდვილი სენსაცია მოხდა. მოულოდნელად მუსიკოსმა გაიხსენა ამბავი, თუ როგორ ჩაწერა „პრინცმა” ჯგუფის სიმღერის ქავერი, რომელიც არასდროს გამოცემულა.

„ვაპირებ, უფლება ვთხოვო პრინცის მემკვიდრეობას. მე შემიძლია ამისგან რაღაც ძალიან კარგი გავაკეთო,” – თქვა მაკარტნიმ ჯგუფის 1970 წლის სიმღერაზე The Long and Winding Road, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, „პრინცმა” რეპეტიციის დროს ჩაწერა და რომელიც დღის სინათლეზე არასდროს გამოსულა. „ის ძალიან კარგად უკრავს გიტარის პარტიას,” – დაამატა მაკარტნიმ, რომელსაც დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუ სად ან როდის ჩაიწერა სიმღერა.

მაკარტნის თქმით, „პრინცის” გარდაცვალების შემდეგ ის „ვიღაც კაცთან” ერთად მოხვდა, როცა უცნობმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მოსმენილი პრინცის მიერ შესრულებული სიმღერის ქავერი. მაკარტნის ვარაუდით, ის კაცი გარდაცვლილი მუსიკოსის ფოტოგრაფი იყო.

„მოგისმენია, როგორ ასრულებს პრინცი Long and Winding Road-ს?’ – მკითხა მან. ‘არა, ეგ ხომ ერთ-ერთი ჩემი სიმღერაა. არ მგონია, პრინცს ის ოდესმე ჩეწერა,’ – ვუპასუხე. თუმცა შემდეგ მან პრინცის ჩანაწერი გამომიგზავნა და ის შესანიშნავი იყო.”

მაკარტნიმ „პრინცის” რეპერტუარიდან საყვარელ სიმღერად Kiss დაასახელა და ხაზი გაუსვა მის ელეგანტურ სიმარტივეს. „ის ჯადოქარია,” – თქვა მან გარდაცვლილ მუსიკოსზე და დასძინა, რომ ისურვებდა, უფრო ახლოს გაეცნო ის.

ინტერვიუში მაკარტნიმ ასევე ისაუბრა იმ გავლენაზე, რომელიც მასზე ჩაკ ბერიმ, ბადი ჰოლიმ და ელვის პრესლიმ მოახდინეს. მან ასევე კომენტარი გააკეთა დღევანდელ ავტორებზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე ვარსკვლავებსაც შეხვედრია და მათი შემოქმედება მოსწონს. 

„ამ გოგოებიდან რამდენიმეს შევხვდი და მომწონს, რასაც აკეთებენ. ვფიქრობ, კარგი მომღერლები არიან. ტეილორი ძალიან კარგია, ის ჭკვიანია,” – თქვა მაკარტნიმ სვიფტზე, რომლის გლობალური წარმატებაც Beatles-ის ეპოქის მასშტაბებსაც კი შეადარა. კითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა მას, უპასუხა: „სიმართლე რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ რაიმე რჩევა სჭირდება.”

მაკარტნიმ, რომელმაც თავი ჯერ უფროს ძმად, შემდეგ კი ბაბუად მოიხსენია დღევანდელი თაობის პოპვარსკვლავებისთვის, გაიხსენა წვეულება, რომელიც მისმა მეუღლემ და ქალიშვილმა, დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ გამართეს და რომელსაც აღნიშნული ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ. „ყველასთან ვისაუბრე,” – თქვა მაკარტნიმ და სვიფტი, ბილი აილიში, ოლივია როდრიგო და საბრინა კარპენტერი ჩამოთვალა. „მართლა მაგარი ადამიანები არიან, ძალიან კარგები,” – თქვა მუსიკოსმა, მათი ვოკალური შესაძლებლობები შეაქო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი აზრით, არცერთ მათგანს არ სჭირდება რჩევა, თუმცა მათი სურვილის შემთხვევაში, ის დიდი სიამოვნებით დაეხმარება.

ნახეთ მაკარტნის ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე Hate That I Made You Love Me-ს ვიდეოკლიპს აანონსებს

შემდეგი სტატია

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი
CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი