„ნარ-ნარ ხარ“ – თამადას ახალი მუსიკალური ვიდეო

არტისტი ახალ ალბომსაც აანონსებს, რომელიც 2026 წლის ოქტომბერში გამოიცემა.
თამადა – „ნარ-ნარ ხარ“

თამადამ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით „ნარ-ნარ ხარ“. ეს პირველი სინგლია თამადას ახალი, დაანონსებული ალბომიდან, რომლის პრეზენტაციაც 2026 წლის ოქტომბერში იგეგმება.

ვიდეოს სცენარი თამადას და მინდია არაბულს ეკუთვნით, ხოლო სარეჟისორო ნამუშევარი – შიო ხიდაშელს. კლიპზე ფროდაქშენ კომპანია Industria-მ იმუშავა.

სიმღერისა და მასზე გადაღებული ვიდეოს შესახებ თამადა Billboard Georgia-ს ესაუბრა:

 „ეს პირველი სინგლია ახალი ალბომიდან, რომელზეც ბოლო ორი წელია ვმუშაობ. ეტაპობრივად კიდევ სამ-ოთხ ტრეკს გამოვცემ, ალბომის პრეზენტაცია კი ოქტომბერში შედგება. ვგეგმავთ, რომ ალბომი ვინილზეც გამოიცეს. რაც შეეხება კლიპს, ერთ ღამეში გადავიღეთ. გადაღების პროცესი საინტერესო და სასიამოვნო იყო, რადგან ამ პროექტში ჩართული ყველა ადამიანი საკუთარი საქმის პროფესიონალია. იდეა სოციალური თემატიკისაა და ბევრი შრე აქვს. საბოლოოდ, მაინც მსმენელის აღქმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს ვიდეოს შინაარსს, რადგან დიდ სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის.“

ნახეთ თამადას ახალი მუსიკალური ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

UNBURNED LIVE SHOW – Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი ერთობლივ პროექტს აანონსებენ

შემდეგი სტატია

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი