ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Boards of Canada ახალი ალბომით დაბრუნდა

Inferno-ს ვიზუალური გაფორმება 300 არაგველის მემორიალის ფოტოს მოიცავს, რომელიც მთიულეთში მდებარეობს.
Boards of Canada
WARP RECORDS

Boards of Canada დაბრუნდა. ალბომით Inferno, რომელიც Warp Records-ზე გამოვიდა, ელექტრონული მუსიკის შოტლანდიურმა დუეტმა 13-წლიანი დუმილი დაასრულა. 2026 წლის კალენდარში ჯგუფის ახალი მუსიკა მხოლოდ ყველაზე ოპტიმისტ ფანებს თუ ექნებოდათ მონიშნული, თუმცა ეს დღე ნამდვილად დადგა. Inferno სწორედ მაშინ გამოვიდა, როცა ევროპა სიცხის ტალღებს ებრძვის და სამყაროც თითქოს იწვის. 

ალბომის გამოსვლამდე ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ მისი ვიზუალური გაფორმება 300 არაგველის მემორიალის ფოტოს მოიცავს, რომელიც მთიულეთში მდებარეობს. პროექტის გამოსვლასთან დაკავშირებით კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ალბომის პოსტერები გამოჩნდა, მათ შორის იყო საქართველოც. 

18 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომის ხანგრძლივობა 70 წუთია და იწყება მანამდე გამოცემული სინგლებით: Introit და Prophecy At 1420 MHz.

Inferno შესაძლოა მაიკ სენდისონისა და მარკუს იოინის ყველაზე ექსპერიმენტული ნამუშევარი იყოს 2002 წლის Geogaddi-ს შემდეგ. ჩანაწერი მათი სავიზიტო ხელწერით ჟღერს – მასშტაბური, ზოგჯერ ხალისიანი, ეგზოტიკური და მომენტებში – პოსტაპოკალიფსური. თუ დისკო-ჰაუსის მიქსს ეძებთ, მაშინ ეს ალბომი თქვენთვის არ არის.

გამორჩეულ კომპოზიციებს შორისაა You Retreat In Time And Space, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ძველი ბრიტანული კათედრალის ატმოსფეროს, Arena Americanada – ნაცნობი ჟღერადობის კომპოზიცია და Age of Capricorn, რომლის იდუმალი დასემპლილი ვოკალი ფანებს აღმოჩენების სამყაროში ჩაძირავს.

Inferno მოჰყვება დუეტის 2013 წლის ალბომს Tomorrow’s Harvest – ჩანაწერს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარტში მეშვიდე ადგილით შევიდა და მათი პირველი ტოპ ათეულის ალბომი გახდა. პროექტი ასევე შევიდა Billboard 200-ში მე-13 პოზიციაზე, რაც მათი პირველი გამოჩენა იყო აშშ-ის ყველა ჟანრის ალბომების ჩარტში.

Boards of Canada-ს წევრები – სენდისონი და იოინი ძმები არიან – იდუმალი და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი დუეტი, რომელთაც ელექტრონული მუსიკის მცოდნეები განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ისინი იშვიათად მართავენ ცოცხალ შესრულებებს და თითქმის არასდროს ესაუბრებიან პრესას. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია უახლოეს მომავალშიც არ შეიცვლება. 

Inferno ხელმისაწვდომი იქნება ვინილის, CD-ისა და ციფრულ ფორმატებში. 

მოუსმინეთ ალბომს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი