კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records
არიანა გრანდე
Courtesy of Republic Records

გასულ კვირას ყურადღების ცენტრში გრეისი აბრამსი, დრეიკი და Maluma მოხვდნენ. ამ კვირაში კი არიანა გრანდე მომავალი ალბომის, Petal-ის წამყვან სინგლს აქვეყნებს, K-pop ჯგუფი aespa თავის მეორე ალბომს, სახელწოდებით LEMONADE-ს წარადგენს, ხოლო Labrinth ახალ პროექტს გვთავაზობს…

გაეცანით ამ კვირის რჩეულ ნამუშევრებს: 

არიანა გრანდე – hate that i made you love me

არიანა გრანდესთვის მუსიკალური „თამაში“ უცხო არ არის  და ამას ყოველთვის კარგად ახერხებს. მისმა  მიდგომამ – „შეიძლება გამოვუშვა, შეიძლება არა“ ერთგვარი ინტრიგა შექმნა და გულშემატკივრები მუდმივ მოლოდინის რეჟიმში ადევნებდნენ თვალს მის ახალ პოსტს. თუმცა ეს ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდა, რისი დასტურიც არიანას ახალი ალბომი  petal გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არტისტმა ალბომი მეამბოხე ხასიათის მქონე ნამუშევრად წარადგინა, წამყვანი სინგლი hate that i made you love me სულ სხვა განწყობას ატარებს. მსუბუქი, თითქმის წყალქვეშა ვიდეოთამაშის ატმოსფეროს მქონე ფროდაქშენის ფონზე, სიმღერის სიმძაფრე ტექსტში იკვეთება. ალბომში არტისტი ვოკალურ შესაძლებლობებსაც უსვამს ხაზს. სიმღერა შესაძლოა რომანტიულ ტრეკად აღიქვათ, თმცა უფრო სიღრმისეულად თუ შეხედავთ, ის ნებისმიერ ურთიერთობას ესადაგება, სადაც ემოციური ზეწოლა არსებობს.

მურმან წულაძე –  Firma (EP)

მურმან წულაძის ახალი EP,  სახელწოდებით Firma  29 მაისს გამოვიდა. ოთხი კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი არტისტისთვის ერთგვარი პირადი დღიურია. სხვადასხვა ქალაქში განცდილი ემოციები, მარტოობა, როგორც გამოცდილება და დასავლური ცხოვრების რიტმი კომპოზიციებს ერთ მთლიან ნარატივად გასდევს. 

aespa  LEMONADE – The 2nd Album

სულ რაღაც ერთი თვის წინ, K-pop-ის ჯგუფმა aespa-მ თავისი მეორე სტუდიური ალბომის, LEMONADE-ის გამოცემა დააანონსა. ეს ჯგუფის პირველი სრულფორმატიანი ნამუშევარია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ალბომში მონაწილეობენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან G-DRAGON, Ty Dolla $ign და Becky G, რომელიც ტიტულოვან ტრეკში – LEMONADE-შიც გვხვდება. aespa მასშტაბური მსოფლიო ტურნესთვის ემზადება, რომელიც 2027 წლამდე გაგრძელდება. 

თამადა – „ნარ-ნარ ხარ“

თამადამ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით „ნარ-ნარ ხარ“. ეს პირველი სინგლია თამადას ახალი, დაანონსებული ალბომიდან, რომლის პრეზენტაციაც 2026 წლის ოქტომბერში იგეგმება.

ვიდეოს სცენარი თამადას და მინდია არაბულს ეკუთვნით, ხოლო სარეჟისორო ნამუშევარი – შიო ხიდაშელს. კლიპზე ფროდაქშენ კომპანია Industria-მ იმუშავა.

Jungle – The Wave

Jungle-ის ახალი ალბომი SUNSHINE უკვე გზაშია და ის 14 აგვისტოს გამოვა. ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენლებმა კი ალბომის პირველი სინგლი The Wave უკვე გამოუშვეს. ტრეკი სრულად ასახავს Jungle-ის ხელწერას: გრუვზე აგებული, პოზიტიური განწყობის ტრეკი თავისუფლების შეგრძნებას ტოვებს და ზაფხულის იდეალურ საუნდტრეკად გვევლინება. 

Labrinth – THE LIVING

სერიალ Euphoria-ს მიმდინარე, მესამე სეზონი ფინალს უახლოვდება (31 მაისი), თუმცა ამჯერად პროექტში კომპოზიტორ Labrinth-ის მუსიკა აღარ გვხვდება. არტისტმა სერიალიდან თავისი ნამუშევრები სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის გამო მოხსნა. სწორედ ამ პერიოდში მუსიკოსმა ახალი პროექტი Cosmic Opera Act II წარადგინა. ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკი THE LIVING ბლუზის სტილში შესრულებული გიტარის რიფით იწყება, რომელიც მთელ კომპოზიციას გასდევს. Labrinth-ისთვის დამახასიათებელი მრავალშრიანი ჟღერადობა აქაც აშკარად იგრძნობა. შედეგი კი მომაჯადოებელია, სადაც სრულყოფილი კომპოზიცია, გამორიცხული არ იქნება, რომ რომელიმე ფილმის ან სერიალის საუნდტრეკად მოგვევლინოს.

RIHA-ს ალბომი – V

ქართველმა არტისტმა RIHA-მ, იგივე რატი ონიანმა 26 მაისს მეხუთე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით V გამოუშვა. ეს ნამუშევარი ერთდროულად მუსიკალურ და კინემატოგრაფიულ პროექტს წარმოადგენს. ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.

ვაიოლეტ გროლი (Violet Grohl) –  Be Sweet To Me

ვაიოლეტ გროლის გვარი შესაძლოა თქვენთვის ნაცნობია, რადგან არტისტი დეივ გროლის ქალიშვილია, თუმცა მუსიკოსის სტილი და მიმართულება მის იდენტობას სრულად ასახავს. სადებიუტო ალბომით Be Sweet To Me, ახალგაზრდა არსტიტი საკუთარ შესაძლებლობებს ნათლად აჩვენებს, და წარმოგვიდგება, როგორც ნიჭიერი ვოკალისტი, სიმღერების ავტორის და პროდიუსერის ამპლუაში. 11 ტრეკისგან შემდგარ ალბომში მსმენელი ბოლომდე ინარჩნებს ინტერესს და მომენტალურად იმკვიდრებს სტატუსს, როგორც თანამედროვე როკ-სცენის ახალი თაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი.

კოლექტივი მორბენალი

ჯგუფმა „კოლექტივმა“ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. ანიმაციური ვიდეო გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით „მორბენალი“. ანიმაციის ავტორი თათა მანაგაძეა, ხოლო სიმღერის მიქსინგსა და მასტერინგზე თორნიკე გველესიანმა იმუშავა.

ნუცა ბუზალაძე –  LaLa

ნუცა ბუზალაძე ახალ სინგლს აქვეყნებს, სახელწოდებით LaLa.

„სიმღერა ჩემი ჰეითერებისთვის უკვე გამოვიდა,” – წერს სოციალურ ქსელში თავად მომღერალი. სიმღერის ტექსტში ის სწორედ იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას აკრიტიკებს. LaLa მომღერლის წელს გამოცემული რიგით მესამე სინგლია Shape of You-სა და Illusion-ის შემდეგ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Boards of Canada ახალი ალბომით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი