მადონას ახალი სიმღერის პრემიერა მარტინ გარიქსის კონცერტზე შედგა

Bizarre შევა მომღერლის ახალ ალბომში Confessions II.
მადონა
SANTIAGO FELIPE/GC IMAGES

მადონას ფანებმა მისი ახალი ალბომის, Confessions II-ის ერთ-ერთი სიმღერის მოსმენა წინასწარ შეძლეს. სიმღერა Bizarre, რომელიც მომღერლის მომავალ ჩანაწერში შევა, მოულოდნელად ნიუ-იორკში, მარტინ გარიქსის კონცერტზე გაჟღერდა. 

გარიქსმა Bizarre ენერგიულ საცეკვაო ბიტზე შეასრულა, რომელსაც თან ახლდა ვარდისფერ და იისფერ ფერებში გადაწყვეტილი შთამბეჭდავი სინათლის შოუ. ეს ის ფერებია, რომლებიც, სავარაუდოდ, Confessions II-ის ფერთა პალიტრაში იქნება გამოყენებული. 

კვირა საღამოს გარიქსმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც 13 ივნისის კონცერტზე გაჟღერებული Bizarre-ის მცირე ფრაგმენტია ასახული. „მხოლოდ სიყვარული შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი უცნაური,” – მღერის მადონა ფრაგმენტში. 

Bizarre მადონას 16-სიმღერიანი ალბომის მე-10 ტრეკი და რიგით მეოთხე სინგლია, რომელიც მისი მე-15 ჩანაწერის გამოცემამდე გამოვა. აპრილში მან ალბომის პირველი სინგლი I Feel So Free გამოსცა, რასაც მოჰყვა დუეტი საბრინა კარპენტერთან Bring Your Love. ივნისის დასაწყისში კი Love Sensation გამოვიდა.

Confessions II-ში, რომელიც 2005 წლის Confessions on a Dance Floor-ის ერთგვარი გაგრძელებაა, მადონა კვლავ უბრუნდება პროდიუსერ სტიუარტ პრაისს. ეს ასევე იქნება მისი პირველი ალბომი Warner Records-თან დაბრუნების შემდეგ. ბოლო ალბომი Madame X მომღერალმა 2019 წელს გამოსცა და Billboard 200-ის ლიდერობაც მოიპოვა. 

ახლახან გამოვიდა მადონას ფილმიც – CONFESSIONS II – The Film, რომლის პრემიერაც ნიუ-იორკში, Tribeca Festival-ზე შედგა. ფილმი უკვე ხელმისაწვდომია იუთუბზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ნიკალა ზუბიაშვილმა პირველი სინგლი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი