ბონი ტაილერი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ კომიდან გამოვიდა

მუსიკოსი ხელოვნურ კომაში იყო მას შემდეგ, რაც პორტუგალიაში ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
ბონი ტაილერი
GARETH CATTERMOLE/GETTY IMAGES

უელსელი მომღერალი ბონი ტაილერი ხელოვნური კომიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც პორტუგალიაში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავ რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. 

75 წლის არტისტს, რომელიც ცნობილია 1983 წლის ჰიტით Total Eclipse of the Heart, მაისში სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მას შემდეგ, რაც ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა. გამოჯანმრთელების პროცესის ხელშეწყობისთვის ექიმებმა ტაილერი ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.

ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მუსიკოსის გუნდი ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. 

„ბონი აღარ იმყოფება კომაში, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება, ეს მაინც ნელი პროცესია.” განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტაილერის ექიმები მისი გამოჯანმრთელების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ წინ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდია.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტაილერის საზაფხულო კონცერტები გადაიდება ან გაუქმდება. მისი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ შემოდგომის შოუები ძალაში დარჩება, რაც მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

„ბოდიშს ვუხდით ბონის ყველა ფანსა და ჩვენს პარტნიორებს იმ იმედგაცრუებისთვის, რაც ამ ყველაფერმა გამოიწვია, მაგრამ გვჯერა, რომ გაგვიგებთ და ამ რთულ ვითარებაში მხარს დაგვიჭერთ. იმედი გვაქვს, მომავალ წელს შევხვდებით.”

მუსიკოსის წარმომადგენლებმა ასევე მადლობა გადაუხადეს გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ ტაილერმა იცის იმ შეტყობინებების შესახებ, რომლებსაც იღებს და მადლობელია კეთილი სურვილებისთვის.

ბონი ტაილერის სახელით ცნობილი გეინორ ჰოპკინსი უელსში დაიბადა. პირველი წარმატების შემდეგ, რომელიც 1977 წელს Lost in France-მა მოუტანა, მან გლობალური ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა Total Eclipse of the Heart-ის მეშვეობით, რომელიც ჩარტებში ოკეანის ორივე მხარეს ლიდერობდა და დეკადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბალადა გახდა.

სიმღერა დღემდე პოპულარულია ახალ თაობებშიც. გამოსვლიდან ოთხი დეკადის შემდეგ კი სპოტიფაიზე მისი სტრიმების რაოდენობამ უკვე ერთ მილიარდს გადააჭარბა. 

კარიერის განმავლობაში ტაილერი რამდენჯერმე იყო ნომინირებული გრემიზე და წარადგენდა დიდ ბრიტანეთს 2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. 2023 წელს მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიენიჭა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნიკალა ზუბიაშვილმა პირველი სინგლი გამოსცა

შემდეგი სტატია

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი