Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
Kordz, თამრიკო კორძაია – Find Me

ქართველმა მუსიკოსებმა, ალექსანდრე (kordz) და თამრიკო კორძაიებმა ახალი ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით Find Me  წარადგინეს. 16 ივნისს პროექტი დასრულებული სახით, სრულყოფილი ალბომის ფორმატში ოფიციალურად გამოქვეყნდა ყველა ციფრულ პლატფორმაზე. ალბომი ლეიბლ Prrrrrrr Records-ზე გამოიცა.

კომპოზიციები, რომლებიც ალბომში შევიდა, თავდაპირველად კინოფილმისთვის შეიქმნა, თუმცა პროექტის ცვლილების გამო, მუსიკოსებმა ის დამოუკიდებელი რელიზის სახით გამოუშვეს. ავტორების თქმით, ალბომის სათაური უნდა ყოფილიყო „არარსებული ფილმის საუნდტრეკი“ – Soundtrack for a Non-existent Film –  თუმცა საბოლოოდ არჩევანი Find Me-ზე შეჩერდა, რაც უკეთ ასახავს მუსიკის მთავარ კონცეფციას. არტისტების თქმით, ალბომი ეძღვნება მანანა კორძაიას ხსოვნას.

სტუდიური სამუშაოები 2025 წლის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა: ალექსანდრე კორძაიას თბილისის ბინაში, ციურიხში, კერძო სტუდიასა და Klangwelt Toggenburg-ის სივრცეში.

კომპოზიციებში გამოყენებულია სხვადასხვა სახის კლავიშებიანი ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, ჰარმონიუმი და სინთეზატორები. ნაწარმოებების უმეტესობა შესრულებულია ძველ Bechstein-ის როიალზე, რაც თბილისის ქუჩებისთვის დამახასიათებელ ღია ფანჯრებიდან გამოსულ ფორტეპიანოს ჟღერადობის ასოციაციას ქმნის.

ალბომი ნოსტალგიური განწყობით ხასიათდება და კლასიკური და ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის სინთეზია. მასში ასევე იგრძნობა საბჭოთა კინომუსიკის ესთეტიკის გავლენა.

ზოგიერთ ჩანაწერში ასევე გამოყენებულია გარემოს ხმები, ე.წ. საველე ჩანაწერები. ხელოვანი დედა-შვილის თქმით, ალბომზე მუშაობის პროცესი დაემთხვა საქართველოში მიმდინარე აქტიურ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს, კერძოდ, საპროტესტო დემონსტრაციებს,  რაც პირდაპირ აისახა მუსიკალურ განწყობაზე.

ნამუშევარი ასევე ეხება ემიგრაციისა და იდენტობის საკითხებს. თამრიკო კორძაია 1997 წლიდან შვეიცარიაში აგრძელებს კარიერას, ალექსანდრე კი ასევე შვეიცარიაში გატარებული 20 წლის შემდეგ კვლავ თბილისს დაუბრუნდა. ეს ყოველივე კომპოზიციებს თემატურ ხაზად გასდევს.

პროექტის ტექნიკურ მხარესა და ვიზუალურ გაფორმებაზე საერთაშორისო გუნდმა იმუშავა: მასტერინგი: ალექს უორტონს ეკუთვნის, რომელიც მუშაობს ლეგენდარული Abbey Road Studios-ში. 

დიზაინსა და ვიზუალურ გაფორმებაზე Studio Garage-მა იმუშავა. 

ალბომი არ გამოცემულა სტანდარტული ერთჯერადი რელიზის სახით. კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოდიოდა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის/მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების გამოქვეყნებას, რომლებზეც სხვადასხვა მედია-არტისტები მუშაობდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბონი ტაილერი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ კომიდან გამოვიდა

შემდეგი სტატია

Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი ერთობლივი პროექტის თარიღებს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი