Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი ერთობლივი პროექტის თარიღებს აანონსებენ

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: UNBURNED.LIVE.
გივიკო ბარათაშვილი, რუსუდან აბაშიძე / Quemmekh Unburned Live Show

Quemmekh-მა და რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა ახალი პრომო ვიდეო გამოაქვეყნეს. თიზერით კოლაბორაციული პროექტის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი: პერფორმანსი 25 და 26 სექტემბერს, მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცეში – Factory Tbilisi-ში ჩატარდება. გურამ მაცხონაშვილი Quemmekh-ის ლაივშოუს კრეატიული დირექტორია.  

თარიღების დაანონსებასთან ერთად დაიწყო ე.წ. პრე-სეილიც – დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: UNBURNED.LIVE.

Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი ერთობლივ პროექტზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალებით მიანიშნებდნენ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა არტისტების ინსტაგრამ გვერდებიდან ყველა პოსტი წაიშალა და მხოლოდ კოლაბორაციული პოსტერი გამოქვეყნდა, სადაც თეთრ ფონზე იყო წარწერა: „Project: U”.

ლაივშოუს კამპანიას სერიული სახე აქვს – უახლესი ვიდეოც წინა ვიდეოს გაგრძელებაა და მასშიც რუსუდან აბაშიძე მონაწილეობს, რომელსაც პარტნიორობას გივიკო ბარათაშვილი უწევს. 

პროექტის შესახებ სრული აღწერილობა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სავარაუდოა, რომ პერფორმანსით Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი აუდიტორიას მუსიკალური და თეატრალური მედიუმების სინთეზს წარუდგენენ.

Quemmekh-სა და გურამ მაცხონაშვილს სამწლიანი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდათ. შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ამ პროექტით არტისტები სახელოვნებო სცენას უბრუნდებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

შემდეგი სტატია

ალიშა კისი ნიუ-იორკ ნიქსის საჩემპიონო აღლუმზე Empire State of Mind-ს შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი