ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” – პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
ლიამ გალაგერი აღნიშნავს მანჩესტერ სიტის გამარჯვებას ჩელსიზე ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში
DAN MULLAN – THE FA/THE FA VIA GETTY IMAGES

5 ივლისს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მექსიკისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის ისტორიული მატჩი შედგება. ამ მოვლენამ სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და არც მუსიკალური სფერო ყოფილა გამონაკლისი. ოთხშაბათს საკუთარი პროგნოზი გააჟღერა ბრიტანელმა მუსიკოსმა ლიამ გალაგერმა და თავისი ქვეყნის ტრიუმფალური გამარჯვება იწინასწარმეტყველა. გალაგერს კი ვიდეოთი უპასუხა მექსიკელმა როკერმა და ჯგუფ  Maná-ს სოლისტმა ფერ ოლვერამ.

„ოაზისის მომღერალმა თქვა, რომ მექსიკა ინგლისთან 5:0 ანგარიშით დამარცხდება. კარგი, რა, არ არსებობს. რეალობას დაუბრუნდი, მეგობარი,” – ამბობს ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ოლვერა, რომელსაც მექსიკის დროშა აქვს მოხვეული „5:0? დამშვიდდი! კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო.” 

ვიდეოს ქვეშ კომენტარებისა და მიმების ტალღა წამოვიდა მექსიკის ნაკრების მხარდასაჭერად, რომელმაც პლეი-ოფის ეტაპზე ეკვადორის დამარცხებით თითქმის ნახევარსაუკუნიანი ნავსი გატეხა.

გალაგერმა ინგლისის მექსიკაზე გამარჯვება მანამდეც იწინასწარმეტყველა, როცა მომხმარებელმა მას ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ინგლისის არგენტინასთან დამარცხებაზე 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აცტეკას სტადიონზე, სადაც 5 ივლისის თამაში უნდა შედგეს. 

„ვფიქრობ, მექსიკას 5:0-ით დავამარცხებთ,” – დაწერა გალაგერმა და სოციალურ მედიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შემდეგ მან დააზუსტა, რომ ხუმრობდა და პროგნოზი 3:0-მდე შეამცირა, მისი თქმით, სიცხისა და სტადიონის ზღვის დონიდან სიმაღლის გამო. ერთ-ერთმა ფანმა მას ჰკითხა: „და თუ მართლა 5:0 მოვიგეთ?” რაზეც მუსიკოსმა უპასუხა: „მაშინ, ცხადია, მთელ დამსახურებას საკუთარ თავზე მივიწერ.”

ძმები გალაგერები ცნობილი არიან ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით. ისინი მანჩესტერ სიტის გულშემატკივრობენ. რაც შეეხება ოლვერას, Maná-მ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე, რომელიც 11 ივნისს სწორედ აცტეკას სტადიონზე შედგა. 

გარდა ამისა, 17 ივნნისს მექსიკელმა მუსიკოსმა მშობლიურ ქალაქ გვადალახარაში  უფასო კონცერტი გამართა, რომელსაც 170 000 ადამიანი დაესწრო. ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატის Fan Fest-ის ფარგლებში შედგა. 

კვირას, პირველი სასტვენის შემდეგ კი, გალაგერისა და ოლვერას დებატები სოციალურ ქსელებში დასრულდება და მთელი დაძაბულობა მოედანზე გადაინაცვლებს. მექსიკა ინგლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 1966 წლის შემდეგ პირველად ხვდება. მაშინ თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. 

ნახეთ ფერ ოლვერას პასუხი ლიამ გალაგერს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

შემდეგი სტატია

Daydreaming – ერთი სიმღერის ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი