მარშალ მეთერსის ფონდის მხარდასაჭერად ემინემი საკუთარი კოლექციიდან იშვიათ, ავტოგრაფიან Air Jordan-ის სპორტულ ფეხსაცმელებს აუქციონზე ყიდის

აუქციონი 25 აგვისტოს გაიმართება.
ემინემი და Dr. Dre 2022 წლის Super Bowl Halftime Show-ზე
ROB CARR/GETTY IMAGES

ემინემი Julien’s Auctions-თან გაერთიანდა, რათა თავისი პირადი კოლექციიდან 117 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე გაყიდოს. შემოსული თანხა სრულად მარშალ მეთერსის ფონდს მოხმარდება. 

აუქციონზე ფსონების მიღება უკვე დაწყებულია. ფეხსაცმლის ყველა წყვილს დატანილი აქვს Slim Shady-ს ავტოგრაფი. აუქციონის ექსკლუზიური ლოტები კი მოიცავს Air Jordans-ის იშვიათ ფეხსაცმელებს, როგორებიცაა ემინემის 2015 წლის კოლაბორაცია „კარჰარტთან” და Air Jordan 4 Encore.

Air Jordan 3 „Slim Shady“ PE-ზე, რომელიც რეპერს 2022 წლის Super Bowl Halftime Show-ზე ეცვა, მიმდინარე შეთავაზება უკვე 8 000 დოლარს აღწევს. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ საბოლოო თანხა 25 000 დოლარს გადააჭარბებს. 

კოლექცია მოიცავს Nike Air Max 90 მოდელსაც, რომელიც ემინემს 2024 წლის Soundstorm Festival-ზე ეცვა, ასევე „ადიდასის”, „ნაიკისა” და „პუმას” სპორტულ ფეხსაცმელებს. 

აუქციონიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მარშალ მეთერსის ფონდს, რომელიც, როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, დეტროიტსა და მის შემოგარენში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება. 

Julien’s Auctions-ის განცხადებით, ეს ემინემის კარიერაში მისი პირადი ნივთების ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი აუქციონია. ფსონების მიღება გაგრძელდება აუქციონის დაწყებამდე, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება.

ივლისის დასაწყისში ემინემს იშვიათი საჯარო გამოჩენა ჰქონდა, როცა ჯეი-ზის ნიუ-იორკში გამართული სამი კონცერტიდან მეორეზე შეუერთდა. რეპერებმა მათი ერთობლივი სიმღერა Renegade შეასრულეს ჯეი-ზის ალბომიდან The Blueprint. მოგვიანებით ემინემმა თავისი ჰიმნად ქცეული ჰიტი Lose Yourself-იც შეასრულა. 

ემინემის ბოლო ალბომი The Death of Slim Shady (Coup de Grâce) 2024 წელს გამოვიდა. ჩანაწერი Billboard 200-ის ლიდერი გახდა.

ნახეთ Julien’s Auctions-ის ვიდეო ემინემის აუქციონის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

შემდეგი სტატია

CASH TENDERONY – 10G$-ისა და noki-ს ახალი ერთობლივი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი