YE-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომლის რეჟისორი ბიანკა სენსორია

სენსორიმ ასევე იმუშავა Ye-ს ისეთ ვიდეოებზე, როგორებიცაა: Father, King და Gemini Season.
YE & Don Toliver
OK

კანიე უესტმა ახალი მუსიკალური ვიდეო დაანონსა. კლიპი გადაღებულია დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილ ტრეკზე OK, რომელიც მის ბოლო ალბომში – Bully-შია შესული.

ვიდეოს რეჟისორი და კრეატიული დირექტორი ბიანკა სენსორია. ეს მისი მეოთხე სარეჟისორო ნამუშევარია. მანამდე სენსორიმ Ye-ს ისეთ ვიდეოებზე იმუშავა, როგორებიცაა: Father, King და Gemini Season. 

ვიდეო საოპერაციო ბლოკშია გადაღებული. მასში ჩანს, როგორ მუშაობენ ექიმები Ye-ს სხეულზე, საიდანაც სხვადასხვა ნივთს იღებენ. როგორც პრესრელიზშია განმარტებული, სენსორი აქცენტს ობიექტებსა და გარემოზე აკეთებს, რათა ვიზუალური ნამუშევრის დაფარული შინაარსი ამგვარად გადმოსცეს.

მუსიკალური ვიდეოს გამოშვებამდე Ye-მ პრემიერა დააანონსა ფოტოთი, რომელზეც ის და ტოლივერი გადაღების მოედანზე ერთად არიან აღბეჭდილნი.

ამჟამად კანიე უესტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შოუებს მართავს. 2026 წლის 12 ივნისს არტისტის კონცერტი, Starring Georgia-ს ორგანიზებით, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. YE  70 000 მსმენელის წინაშე დედამიწის ფორმის, 360-გრადუსიან სცენაზე წარდგა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონას 68 წლის იუბილეს აღსანიშნავად მისი აქამდე უცნობი ფოტოები გამოვიდა

შემდეგი სტატია

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი