მაილი საირუსი ახალ ალბომს Bass Persuades-ს აანონსებს და Hollywood Bowl-ზე კონცერტებს გეგმავს

„დიდი ხანი გავიდა,“ – დაწერა მომღერალმა მომავალ კონცერტებთან დაკავშირებით.
მაილი საირუსი Mert Alas
მაილი საირუსი
Mert Alas

მაილი საირუსმა მეათე სტუდიური ალბომი Bass Persuades დააანონსა და Hollywood Bowl-ზე ორი გამორჩეული კონცერტიც დაგეგმა. ამის შესახებ მაილიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი მუსიკალური ეპოქის შესახებ მინიშნებებს ავრცელებდა. 

პოპვარსკვლავმა სიახლე 1 სექტემბერს ინსტაგრამზე გააზიარა, სადაც ალბომის ყდა და გამოცემის თარიღიც გაამჟღავნა  – 18 სექტემბერი. შავ-თეთრ ფოტოზე მაილი საირუსის პორტრეტია აღბჭდილი. 

„მუსიკა გვიპყრობს. ჩვენ მას ვგრძნობთ, ვმღერით, ხანდახან ვცეკვავთ კიდეც, შემდეგ კი ვუშვებთ და გზას ვაგრძელებთ. ის ძლიერი, სათუთი, ტკბილი და ამავდროულად მტკიცეა.” – წერს მომღერალი პოსტში. 

„სიხარული, გულისტკივილი და ცხოვრების ყველა განცდა, რაც მათ შორისაა – აი, რას ნიშნავს ეს სათაური ჩემთვის. გმადლობთ, რომ მონაწილეობთ ჩემი ყველაზე გიჟური ოცნებების ასრულებაში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ალბომი შეგიყვარდებათ.“ – განაგრძო მან.

ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც თეთრ კომბინიზონში გამოწყობილი ელექტროგიტარაზე უკრავს. ვიდეოს ფონად მძიმე, აგრესიული ინსტრუმენტალი გასდევს, რომელიც, სავარაუდოდ, Bass Persuades-ის ერთ-ერთი კომპოზიციაა.

გრემის მფლობელ მომღერალს გულშემატკივრებისთვის ახალი ალბომის გარდა კიდევ ერთი სიახლე აქვს. Bass Persuades-ის დაანონსებიდან რამდენიმე წუთში, საირუსმა,  რომელსაც წლებია, ტურნე არ ჰქონია და იშვიათად მართავს კონცერტებს დიდ მოედნებზე ინსტაგრამზე ფანებს აცნობა, რომ ოქტომბერში, ახალი პროექტის აღსანიშნავად, Hollywood Bowl-ზე ორდღიან კონცერტს გეგმავს.

„დიდი ხანი გავიდა,“ – დაწერა მან და აღნიშნა, რომ ლოს-ანჯელესის ეს საკონცერტო სივრცე მისი „საყვარელი ადგილია მუსიკის მოსასმენად და საყვარელი შემსრულებლების სანახავად“.

„არაერთხელ ვმჯდარვარ ამ დარბაზში, თუმცა ამ სცენაზე არასდროს ვმდგარვარ, ლოს-ანჯელესი ჩემი გულია და ახლა სახლში ვბრუნდები. იქ შევხვდებით.“ – დასძინა საირუსმა.

Hollywood Bowl-ზე 16 და 18 ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტების ბილეთების წინასწარი გაყიდვა თავდაპირველად 8 სექტემბერს, American Express-ის ბარათის მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შემდეგ ბილეთების შეძენა არტისტისა და Spotify-ის წინასწარი გაყიდვების ფარგლებში იქნება შესაძლებელი, ხოლო დარჩენილი ბილეთები 10 სექტემბრიდან ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი. 

სამწუხაროდ, კამპანიის დაწყებას მაილი საირუსის ნათლიისა და მუსიკალური სამყაროს ლეგენდის, დოლი პარტონის გარდაცვალება დაემთხვა.

„დოლის დაკარგვით გამოწვეული განცდა იმაზე მეტია, ვიდრე ამის საჯაროდ გაზიარება მიმაჩნია სწორად. ჩვენი ყველაზე ძვიფრასი მომენტები ძალიან პირადული იყო და ეს ასეც დარჩება – ყოველგვარი ბრწყინვალების მიღმა, ჩვენს გულებს შორის, ახლა გვერდით ანგელოზი მყავს.“ – დაწერა ინსტგრამზე მაილი საირუსმა პარტონის გარდაცვალების შემდეგ.

ნახეთ მაილი საირუსის ინსტაგრამ პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

შემდეგი სტატია

2026 წელს გამოცემული და დაანონსებული ალბომების კალენდარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი