Schumann Quartett და „სუხიშვილები“ – 5 სექტემბრის პროგრამა წინანდლის ფესტივალზე

5 სექტემბერს ფესტივალის სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და ქართული ცეკვის ორი გამორჩეული საღამო ელოდებათ.
The Sukhishvili National Ballet of Georgia
The Sukhishvili National Ballet of Georgia

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დღეები გრძელდება. 5 სექტემბერს ფესტივალის პროგრამა 12:00 საათზე კამერულ დარბაზში გაიხსნება, სადაც Schumann Quartett –  ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებს.

Schumann Quartett – ერიკ და კენ შუმანების (ვიოლინო), მარკ შუმანის (ჩელო) და მეთიუ მაკდაუელის (ალტი) შემადგენლობით შექმნილი სიმებიანი კვარტეტია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ კოლექტივად მიიჩნევა. მათი შესრულება ენერგიულობით, ვირტუოზულობითა და კლასიკური მუსიკისადმი თავისუფალი მიდგომით გამოირჩევა. 2026/2027 წლების სეზონში კვარტეტი კონცერტებს ისეთ ცნობილ დარბაზებში გამართავს, როგორებიცაა ლონდონის Wigmore Hall, ამსტერდამის Concertgebouw და ვენის Musikverein. მათ შორისაა წინანდლის ფესტივალზე დაგეგმილი დღევანდელი საღამოც და ასევე 8 სექტემბრის გამოსვლაც, ლიზა ბათიაშვილთან ერთად.

ამავე დღეს, 19:00 საათზე, ამფითეატრის სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარდგება. ანსამბლი ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც ქართული ქორეოგრაფიული ტრადიცია თანამედროვე სცენურ ხედვასთან ერთიანდება.

„სუხიშვილებს“ ქართული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. მათი გამორჩეული ქორეოგრაფიული ხელწერა, დინამიკა და საშემსრულებლო ტექნიკა ქართული ცეკვის ხასიათსა და ენერგიას სცენაზე განსაკუთრებული ფორმით წარმოაჩენს.

5 სექტემბერს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკისა და ქართული ცეკვის ორ გამორჩეულ წარმოდგენას უმასპინძლებს. 

წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი