ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
ოლივია როდრიგო 2026 წლის Daisy Chain Fields Festival-ზე.
RIVER CALLAWAY/WWD

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ცნობილ მუსიკოსებთან დაპირისპირების პრაქტიკის გამო აკრიტიკებს. NPR-თან ახალ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს „ყურადღების გადატანის” ტაქტიკა ჰგონია.

მომღერალს ჰკითხეს შემთხვევაზე, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) მისი სიმღერა – All-American Bitch საემიგრაციო რეიდების ვიდეოში გამოიყენა. იმ დროს როდრიგომ თეთრი სახლისა და DHS-ის პოსტზე კომენტარიც დატოვა: „არასოდეს გამოიყენოთ ჩემი სიმღერები თქვენი რასისტული, სიძულვილით სავსე პროპაგანდის პოპულარიზაციისთვის.”

მუსიკოსს ამ ინციდენტზე ამჯერად დამატებითი მოსაზრებებიც აქვს. მისი თქმით, სიმღერის ვიდეოში ნახვა საკმაოდ რთული იყო, რადგან ეს კამპანია რეიდების სისასტიკეს დადებით კონტექსტში გადმოსცემდა.

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – თქვა როდრიგომ.

DHS-ს Billboard კომენტარისთვის დაუკავშირდა, რა დროსაც დეპარტამენტმა გამოცემას განუცხადა: „ამერიკა ყოველთვის მადლიერია ფედერალური სამართალდამცავი ოფიცრების, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. მის როდრიგომ მადლობა უნდა გადაუხადოს მათ სამსახურისთვის და არ უნდა დააკნინოს მათი საქმიანობა.” – ეს კომენტარი იმეორებს იმავე პასუხის შინაარსს, რაც დეპარტამენტმა Billboard-თან საუბრისას მარტში გაახმოვანა.

როდრიგო არ არის პირველი ვარსკვლავი, ვინც ვარაუდობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ისეთი ცნობილი ლიბერალი არტისტების მუსიკის მუდმივი გამოყენება, როგორებიც არიან, მაგალითად, საბრინა კარპენტერი და არიანა გრანდე, სინამდვილეში ყურადღების გადატანის მიზანს ემსახურება. მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა თავის ვიდეოში SZA-ს სიმღერა – Big Boy გამოიყენა, არტისტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ თეთრი სახლის მიერ არტისტების პროვოცირება უფასო რეკლამის საშუალებაა.

თვითონ DHS-მაც კი აღიარა, რომ მსგავსი მიზნებისთვის ცნობილ ადამიანებთან დაპირისპირებას სპეციალურად აღვივებს. მას შემდეგ, რაც ტეილორ სვიფტის ფანებმა TikTok-ის ვიდეოში არტისტის სიმღერის – The Fate of Ophelia-ს გამოყენება გააპროტესტეს, DHS-ის ოფიციალურმა პირმა Variety-ს განუცხადა: „ჩვენ ვიდეო იმის გამო გამოვაქვეყნეთ, რომ ვიცოდით, ყალბი ამბების გამავრცელებელი მედია მას აქტიურად გააზიარებდა”.

როდრიგოს ინტერვიუ NPR-თან მისი სადებიუტო ფესტივალის, Daisy Chain Fields-ის წარმატებით დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ შედგა. ფესტივალის შემოწირულობამ 20 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც ნახევარი მელინდა ფრენჩ გეითსის მიერ პირველადი დონაციის გაორმაგებით შეგროვდა. თანხა იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უჭერენ მხარს.

ოლივია როდრიგო Rolling Stone-ის ციფრულ გარეკანზე ჩაპელ როუნთან, Doechii-სთან და სარა მაკლაკლანთან ერთადაც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი Daisy Chain-ზე იღებდა მონაწილეობას.

„ადამიანები, რომლებსაც ჩვენი დაჩაგვრა სურთ, იმედოვნებენ, რომ თავს დათრგუნულად და მარტოსულად ვიგრძნობთ. ვფიქრობ, ღონისძიება, სადაც შეგვიძლია შევქმნათ იმედითა და ერთიანობით სავსე საზოგადოება, დღესდღეობით მართლაც ძალიან, ძალიან ძლიერი რამ არის,” – განაცხადა ოლივია როდრიგომ მედიასთან საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

შემდეგი სტატია

The Sukhishvili National Ballet of Georgia

Schumann Quartett და „სუხიშვილები“ – 5 სექტემბრის პროგრამა წინანდლის ფესტივალზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი

ბიონსეს საქველმოქმედო ფონდმა ინდიანას შტატს წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად მსხვილი დონაცია გამოუყო

ფედერალურმა მთავრობამ შტატში შექმნილი ვითარება ახლახან მასშტაბურ კატასტროფად შეაფასა.
მეტი