LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me
LLOUD/ YouTube

BLACKPINK-ის წევრმა LISA-მ გასულ უქმეებზე, ლას-ვეგასში, Caesars Palace-ის The Colosseum-ში გამართული VIVA LA LISA-ს რეზიდენციის პირველი კონცერტის დროს, რომლის ყველა ბილეთი გაიყიდა, გულშემატკივრებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა.

ისეთი საყვარელი ჰიტების შემდეგ, როგორებიცაა Rockstar, Money, Moonlit Floor და Born Again, შოუს მეოთხე აქტი სრულიად ახალი სიმღერით დასრულდა. კომპოზიცია მომღერლის ახლახან გამოსული დოკუმენტური ფილმის, Always Lalisa-ს საუნდტრეკიდანაა.

სენტიმენტალური ბალადა Leave With Me ფილმის დასასრულს, ფინალური ტიტრების ფონზე ჟღერს. დოკუმენტური ფილმი LISA-ს სოლო კარიერის განვითარებაზე მოგვითხრობს. კომპოზიციაში მომღერალი დამოუკიდებელი გზის არჩევასა და ახალი თავგადასავლების ძიებაზე გვიყვება. 

სიმღერა, რომლის თანაავტორებიც LISA – ფელი ფერაროსთან, ტაილერ სპრაისთან, ალი ტამპოსისთან და შინტარო იასუდასთან ერთადაა, აკუსტიკური გიტარის მშვიდი მელოდიით იწყება. 

სიმღერის ვიდეოკლიპში გამოყენებულია კადრები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც სუ კიმის რეჟისორობითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა სექტემბერში, 2026 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, გასულ თვეს კი ის IMAX-ის კინოთეატრებში შეზღუდული ჩვენებით გავიდა, ამჟამად ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი. 

LISA პირველი K-pop არტისტია, რომელმაც ლას-ვეგასში საკუთარი საკონცერტო რეზიდენცია გამართა. შოუს გახსნაზე მომღერალმა მსმენელს საყვარელი სიმღერებისა და სოლო ჰიტების გარდა, რამდენიმე მოულოდნელი კომპოზიციაც შესთავაზა. მათ შორის იყო Cut U Off-ისა და Cobra-ს ცოცხალი შესრულება, და ასევე ახალი სიმღერის – Leave With Me-ს მსოფლიო პრემიერა. 

შენელებული დრამ-ბიტისა და მინიმალისტური არანჟირების ფონზე, LISA ახალ სიმღერაში საკუთარ ემოციებს გადმოსცემს და ყოფილ პარტნიორს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისცა საშუალება, ეპოვა ადგილი, სადაც  თავს საკუთარ გარემოში იგრძნობს.

LISA ლას-ვეგასის სცენას Viva La Lisa-ს მომდევნო კონცერტებით 27, 28 და 29 ნოემბერს დაუბრუნდება.

ნახეთ Leave With Me-ის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ილონ მასკი და Grimes ფოტო: Stephen Lovekin/Variety/PMC

Grimes და ილონ მასკი AI-ინფლუენსერ „კლაუდიას“ გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი

როგორ ჟღერდა 1998 წელი? თვალი გადავავლოთ წელს, რომელმაც პოპმუსიკა შეცვალა

ჰიპ-ჰოპის მზარდი გავლენიდან ბიჭების მუსიკალური ჯგუფების ბუმამდე – 1998 წელი მუსიკალური გარდაქმნების პერიოდი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ათასწლეულის მუსიკალურ ჟღერადობას.
მეტი