საშა ბარონ კოენმა The Tonight Show-ში Beck-ის მუსიკალურ ნომერში მიიღო მონაწილეობა

მსახიობმა თავისი მუსიკალური უნარები გამოავლინა და ჩელოზე დაუკრა.
THE TONIGHT SHOW
TODD OWYOUNG/NBC

საშა ბარონ კოენი მრავალფეროვანი პერსონაჟების განსახიერებით არის ცნობილი – იქნება ეს კომედიური თუ დრამატული როლები. 20 ოქტომბერს ბრიტანელმა მსახიობმა მაყურებელს თავისი სრულიად განსხვავებული მხარე აჩვენა, როდესაც NBC-ის გადაცემაში – The Tonight Show Starring Jimmy Fallon – Beck-ის ინსტრუმენტულ მუსიკალურ ჯგუფს შეუერთდა. მსახიობმა თავისი მუსიკალური უნარები გამოავლინა და ჩელოზე დაუკრა.

კოლექტივმა შეასრულა სიმღერა – In the Night, რომელიც შესულია ბექის ალბომში Ride Lonesome. ალბომი Ride Lonesome სექტემბერში გამოვიდა და ბექის პირველი სრულად ახალი ნამუშევარია 2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ.

სანამ სცენაზე მუსიკალური ნომერი შესრულდებოდა, Beck-ს და კოენს ფელონთან ცალ-ცალკე ინტერვიუებიც ჰქონდათ. ბექმა წამყვანს უამბო თავისი უახლესი ალბომის შექმნის შთაგონებაზე, ტურნეს დიზაინზე და გაიხსენა, რომ ფილმში Zoolander ოვენ უილსონის პერსონაჟი ჰანსელი შესაძლოა, ზუსტად მასზე იყო დაფუძნებული.

ბექმა დაადასტურა, რომ მას ფილმში მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. შედეგად, პროდიუსერებმა მის ნაცვლად დევიდ ბოუი აიყვანეს.

ალბომ Ride Lonesome-ზე საუბრისას ბექმა აღნიშნა: „ეს მელანქოლიური მუსიკაა. ისეთი განწყობაა, როცა სახლში ხარ, უკვე თითქმის ბნელდება, მაგრამ შუქი ჯერ კიდევ არ ჩაგირთავს. რაღაც „ლურჯი საათის“ მსგავსია“.

თავის მხრივ, კოენმა ფელონთან ინტერვიუში ისაუბრა თავის მოკლემეტრაჟიან ფსევდოდოკუმენტურ ფილმზე – Ali G: Who Iz I?, რომელშიც ის თავის ყველაზე წარმატებულ პერსონაჟს აცოცხლებს. კოენისთვის Who Iz I? სარეჟისორო დებიუტია. Amazon MGM Studios-მა ფილმი 23 ოქტომბერს კინოთეატრებში მხოლოდ ერთი კვირით გამოუშვა, რის შემდეგაც მისი სტრიმინგი Prime Video-ზე დაიწყება.

საშა ბარონ კოენის ახალი ფილმი ზოგიერთმა აქტივისტმა უკვე გააკრიტიკა და მას „თვალსაჩინო ადგილას დამალული რასიზმი“ უწოდა. კოენმა ამას Time ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიით უპასუხა, სადაც ის აღნიშნავს: „ფაქტი, რომ Ali G პრობლემურია, ზუსტად ის მიზეზია, რის გამოც ის დავაბრუნე. სამყარო, რომელსაც Ali G დაუბრუნდა, მრავალი თვალსაზრისით, უფრო უარესია, ვიდრე ის, რომელიც მან 20 წლის წინ დატოვა. ყველა ის სტერეოტიპი, რასაც ჩემი პერსონაჟები გამოხატავენ, უფრო გაღრმავდა. მათ ისტორიაში ყველაზე დიდი პროპაგანდისტული მანქანა – სოციალური მედია კვებავს და ახლა უკვე მისი მონსტრი შვილიც – ხელოვნური ინტელექტი“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ელის კუპერის მესამე მემუარი ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებს 

შემდეგი სტატია

კლუბი „მტკვარზე“ არსებულ სივრცეში ფუნქციონირებას წყვეტს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი