ელის კუპერის მესამე მემუარი ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებს 

მუსიკოსის თქმით, მისი წინა ორი წიგნისგან განსხვავებით, აქ მოთხრობილი ამბების 90% სიმართლეა.
ელის კუპერის წიგნი Devil On My Shoulder
DA CAPO

ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული დაუჯერებელი ისტორიების შემდეგ, ელის კუპერის უახლესი მემუარი როკვარსკვლავის ცხოვრების ყველაზე ზუსტ აღწერად მიიჩნევა, რაც კი თაყვანისმცემლებს აქამდე წაუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად მუსიკოსი საკუთარ თავს არასანდო მთხრობელს უწოდებს.

წიგნში Devil On My Shoulder მუსიკოსი საკუთარ ცხოვრებასა და კარიერას იხსენებს. 464-გვერდიანი მემუარი 6 ოქტომბერს გამოიცა, ხოლო წიგნის აუდიოვერსიას თავად ელის კუპერი კითხულობს. გამოცემამ მალევე მოიპოვა საერთაშორისო ბესტსელერის სტატუსი და ლიდერის პოზიციები დაიკავა The New York Times-ის, Amazon-ისა და The Sunday Times-ის რეიტინგებში.

„ბილბორდთან” საუბრისას კუპერმა განაცხადა, რომ მისი მესამე წიგნის ისტორიების 90% სიმართლეს შეესაბამება. ეს კი მნიშვნელოვანი ცვლილებაა 1976 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნთან Me, Alice: The Autobiography of Alice Cooper შედარებით, რომელსაც თავად მუსიკოსმა „ნასვამ მდგომარეობაში დაწერილი გაბრაზებული მონოლოგი“ უწოდა. კუპერი ადასტურებს, რომ ახალი წიგნი გაცილებით სანდოა. „Me, Alice-ს არავინ უწევდა პოპულარიზაციას“, – გაიხსენა კუპერმა. „არც Golf Monster-ს. ისინი მეტ-ნაკლებად კარგი წიგნები იყო და სახალისოც. მაგრამ ამ წიგნზე მართლაც დიდი დრო დავხარჯეთ“. მისი განმარტებით, 2026 წელს გამოსული წიგნის მიზანი არ არის ახალი პერსონის შექმნა, რაც მას უკვე გაკეთებული აქვს. ამჯერად მუსიკოსს სურს, მკითხველს ის ადამიანი გააცნოს, რომელიც ამ პერსონის უკან დგას. 

Devil On My Shoulder-ში ელის კუპერი იხსენებს ნარკოდამოკიდებულებას, რომელსაც ის 1970-1980-იან წლებში ებრძოდა და რომელმაც საბოლოოდ ფხიზელი ცხოვრების წესამდე მიიყვანა. ის ასევე საუბრობს ქრისტიანობასთან დაბრუნებასა და მის სასცენო პერსონაჟსა და რეალურ პერსონას შორის არსებულ დაძაბულობაზე. 

მუსიკოსი ასევე იხსენებს თავდაპირველ ჯგუფ Alice Cooper Band-სა და მის ადრეულ პერიოდს, როდესაც ბენდი 1964 წელს The Earwigs-ის სახელით იყო ცნობილი იქამდე, სანამ ალბომ Muscle of Love-ის შემდეგ დაიშლებოდა. „ბილბორდთან” საუბრისას მან ჯგუფის დაშლა უფრო დაშორებას შეადარა, ვიდრე მწვავე დასასრულს და აღნიშნა, რომ Alice Cooper Band-ის იდენტობა თანდათან ქრებოდა. მისი გადაწყვეტილება კი, ემუშავა სოლო პროექტზე Welcome to My Nightmare, სარისკო ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ ორივე მხარე დამოუკიდებელი გზებით წაიყვანა. 

წიგნის გამოცემასთან ერთად მუსიკოსი ჩრდილოამერიკულ ტურნესაც მართავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Doechii - CATWOMAN-ის ვიდეოში YouTube/Doechii

Doechii-ს ახალი ენერგიული ვიდეოკლიპი CATWOMAN

შემდეგი სტატია

საშა ბარონ კოენმა The Tonight Show-ში Beck-ის მუსიკალურ ნომერში მიიღო მონაწილეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი