თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანელ-შვედი არტისტი Ecco2k (ზაკ აროგუნდადე) მსმენელს ახალი სოლო ნამუშევრით – Aldehydes & Ketones-ით უბრუნდება. კომპოზიციის პროდიუსერი ცნობილი შვედი მუსიკოსი Gud-ია (კარლ-მიკაელ გორან ბერლანდერი).
სიმღერას თან გამორჩეული ვიზუალური ესთეტიკით შექმნილი ვიდეოკლიპი ახლავს, რომელშიც Ecco2k სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალფეროვან ლოკაციებზე ჩნდება. ვიდეოს გადაღებები ექვსი წლის განმავლობაში, 12 ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის არის საქართველოც.
Ecco2k-ის ნამდვილი სახელია ზაკ აროგუნდადე. ის ბრიტანელ-შვედი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და ვიზუალური არტისტია, რომელიც თანამედროვე ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის სცენაზე მუსიკისა და ვიზუალური ესთეტიკის შერწყმით გამოირჩევა. ის შვედური მუსიკალური კოლექტივის, Drain Gang-ის, ერთ-ერთი დამფუძნებელია. კოლექტივის შემოქმედება ჰიპ-ჰოპის, ელექტრონული მუსიკისა და ატმოსფერული ჟღერადობის ელემენტებს აერთიანებს.
Ecco2k მუსიკასთან ერთად ვიზუალურ მიმართულებაზეც მუშაობს და საკუთარი ნამუშევრებისთვის ვიდეოკლიპების შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. მისი სადებიუტო სოლო ალბომი E 2019 წელს გამოვიდა, 2021 წელს კი მინიალბომი PXE გამოუშვა. 2022 წელს მან Bladee-სთან ერთად ალბომი Crest გამოსცა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსპერიმენტულ ჟღერადობას, ვიზუალურ თხრობასა და პიროვნების იდენტობის თემებს.
არტისტის შემოქმედებითი გზა 2004 წელს დაიწყო, როდესაც თავის თანაკლასელ Bladee-სთან ერთად ჯგუფი Krossad დააარსა. მუსიკის პარალელურად, ის აქტიურად მოღვაწეობს მოდის ინდუსტრიაშიც: 2007 წელს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი Alaska შექმნა, მოგვიანებით კი ცნობილ შვედურ ფეხსაცმლის ბრენდ Eytys-თან თანამშრომლობდა.
2013 წელს ბავშვობის მეგობრებთან, Bladee-სთან, Thaiboy Digital-სა და Whitearmor-თან ერთად საკულტო მუსიკალური კოლექტივი – Drain Gang დააარსა. Ecco2k კოლექტივის ალბომებსა და ვიდეოკლიპებში საკვანძო როლს ასრულებდა. 2019 წელს მან გამოუშავა სადებიუტო სოლო ალბომი E, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი აღიარება მოიპოვა. ამას მოჰყვა 2021 წლის მინიალბომი PXE და 2022 წლის კოლაბორაციული ჩანაწერი Crest. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვიარ თემატიკას.
Ecco2k-ის ახალი ნამუშევრის, Aldehydes & Ketones-ის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი, მონტაჟის ავტორი და ოპერატორი თავად არტისტია. სხვადასხვა დროსა და გარემოში გადაღებული კადრები ვიდეოს ვიზუალურ თხრობას ქმნის, საქართველოს კი იმ მრავალფეროვანი გეოგრაფიის ნაწილად წარმოაჩენს, რომელიც ვიდეოს კონცეფციას განსაზღვრავს.
ახალი ტრეკის პროდიუსერი Gud – იგივე კარლ-მიკაელ გორან ბერლანდერი, შვედი დიჯეი, მუსიკალური პროდიუსერი და რეპერია. ის განსაკუთრებით ცნობილია სტოკჰოლმში დაფუძნებული კოლექტივის, Sad Boys-ის წევრობით, სადაც Yung Lean-თან და Yung Sherman-თან ერთად თანამშრომლობს.
Sad Boys-თან თანამშრომლობის გარდა, Gud-ს გამოშვებული აქვს მინიალბომი Beautiful, Wonderful, ხოლო ამერიკელ რეპერ Rx Papi-სთან ერთად, ალბომი Foreign Exchange. ფსევდონიმით Rooster მან ასევე გამოსცა მინიალბომი Rooster Debut და Rooster Slipped. Gud ასევე თანამშრომლობდა ისეთ არტისტთან, როგორიცაა Halsey, ხოლოს მისმა რემიქსებმა – Jacques Greene, Tinashe კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
ნახეთ კლიპი და მოუსმინეთ კომპოზიციას: Ecco2k – Aldehydes & Ketones: