Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება. ეს სიახლე 26 ოქტომბერს, Monday Night Football-ის მსვლელობისას გახდა ცნობილი, როცა ESPN-მა ტაიმების შესვენების წინ სპეციალური განცხადება გააკეთა. გამოქვეყნებულ შავ-თეთრ ვიდეოში 2003 წელს გამოშვებული The Black Album-ის სიმღერა – Public Service Announcement (Interlude) ჟღერს და სტადიონის სავარძელში მჯდომი Jay-Z ჩნდება. ვიდეო იწყება ცნობილი სტრიქონით: „ნება მომეცით, თავი ხელახლა წარგიდგინოთ, ჩემი სახელია HOV – H-დან O-V-მდე“. მოგვიანებით ეს თიზერი სოციალურ ქსელებშიც გამოქვეყნდა.
ოფიციალურ ანონსამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა Puck-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Jay-Z-იმ, რომელიც 2020 წლიდან Roc Nation-თან ერთად ხელმძღვანელობს ამ შოუს, 2027 წლის სუპერბოულის მთავარ შემსრულებლად საკუთარი თავი წარადგინა. რეპერისგან ამ სიახლის გამოცხადებას საზოგადოება უფრო ადრე ელოდა. ფანები ვარაუდობდნენ, რომ არტისტი Super Bowl-ის მუსიკალური შოუს სიახლეს კალიფორნიაში გამართულ ორ კონცერტზე გაასაჯაროვებდა. მან კონცერტები SoFi Stadium-ზე გამართა – სწორედ იქ, სადაც 2027 წლის სუპერბოული ჩატარდება. ეს კონცერტები განცხადების გარეშე დასრულდა, ისევე, როგორც კვირის NFL-ის თამაშების დღე, თუმცა ახლა სიახლე უკვე ოფიციალურად ცნობილია.
იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება, იმ სხვა შესაძლო სპეციალურ სტუმრებთან ერთად, რომლებთანაც რეპერს წლების განმავლობაში უთანამშრომლია.
Jay-Z-ის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს აღმასრულებელი პროდიუსერის ამპლუაში ზედიზედ ექვსი Primetime Emmy-ს ნომინაცია აქვს მიღებული საუკეთესო პირდაპირი მაუწყებლობის კატეგორიაში. Jay-Z-ის ჯილდო გადაეცა 2022 წლის ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავური შოუსთვის, სადაც მონაწილეობდნენ Dr. Dre, Snoop Dogg, მერი ჯეი ბლაიჯი, ემინემი, კენდრიკ ლამარი და 50 Cent, და ამ წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუსთვის, სადაც ჰედლაინერი Bad Bunny იყო. Jay-Z-იმ მესამე Primetime Emmy 2023 წელს მოიპოვა Rihanna-ს მონაწილეობით გამართული შოუს თანარეჟისორობისთვის.