მერაია კერიმ საშობაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა ტრადიციული სიტყვებით „დროა!”. წელს მომღერალი სადღესასწაულო კამპანიის ფარგლებში „გუჩისთან” გაერთიანდა და ფანებს დიდი ხნის ნანატრი, თაროზე შემოდებული ალბომის გამოშვებაზეც მიანიშნა.
უკვე რამდენიმე წელია, შობის დედოფალი სადღესასწაულო სეზონის დაწყებას სპეციალური ვიდეოთი გვაუწყებს, რომელშიც თავისი სავიზიტო ფრაზას მღერის „დროა!“ (It’s time!). კერიმ ტრადიცია არც წელს დაარღვია და კვირას, პირველ ნოემბერს, სოციალურ ქსელში კინემატოგრაფიული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბრჭყვიალა, სანტას სტილის კომბინეზონში გამოწყობილი მომღერალი თავის უკვდავ ჰიტს All I Want for Christmas Is You ასრულებს.
„დროა!!!!“ – დაწერა კერიმ პოსტის აღწერაში. მისმა ვაჟმა მოროკანმა კი კომენტარი დატოვა: „ნამდვილად დროა!“
თუმცა საშობაო განწყობაში ფანებს არ უნდა გამორჩეთ ვიდეოს პირველი ნაწილი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გაატარა კერიმ წლევანდელი ჰელოუინი. ფერადი პარიკით, პანკის სტილის მაკიაჟითა და ბადისებრი გეტრებით მომღერალი ნიუ-იორკის ერთ-ერთ პატარა ბარში როკკომმპოზიციას ასრულებს – Hermit-ს, რომელიც მისი ლეგენდარული ალბომის, Someone’s Ugly Daughter-ის ცენტრალური ნამუშევარია. ალბომი 30 წლის წინ, 1995 წლის Daydream-ზე მუშაობისას ჩაიწერა, თუმცა ოფიციალურად არასდროს გამოსულა.
ფანები წლებია, ითხოვენ, რომ კერიმ ნამუშევარი არქივიდან დღის შუქზე გამოიტანოს. ამჟამად ჩანაწერი მხოლოდ Chick-ის ფსევდონიმით არსებობს, ვოკალს კი, მერაიას ნაცვლად, კლარისა დეინი ასრულებს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კერი სცენიდან პირდაპირ მაყურებლებში ხტება. ზუსტად შუაღამის დადგომისას კი გრანჟის განწყობა საშობაო ატმოსფეროთი იცვლება.
შესაძლოა, რომ Hermit-ის გამოჩენა იყოს მინიშნება, რომ მერაიას ფანები შობის დილას გაიღვიძებენ და ნაძვის ხის ქვეშ საბოლოოდ Someone’s Ugly Daughter-ს იპოვიან?!
სულ რამდენიმე დღით ადრე კერიმ Reddit-ის კითხვა-პასუხის სესიაში (Ask Me Anything) თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა. როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა თაროზე შემოდებული ალბომის შესახებ ჰკითხა, მომღერალმა უპასუხა: „ამას კვირაში ერთხელ მაინც მეკითხებიან. ჩემი პასუხია… #ჯერარა (ეს მინიშნებაა!)“
საშობაო სეზონის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ მომღერალმა სადღესასწაულო სიახლეც გააზიარა და „გუჩისთან” ახალი თანამშრომლობა დააანონსა. მოდის სახლის ახალ სარეკლამო რგოლში ის მდიდრულ სასტუმროში მიდის – რომლის თანამშრომლებიც სასწრაფოდ რთავენ სასტუმროს – და საბოლოოდ გლამურული საშობაო წვეულების მთავარი ვარსკვლავი ხდება. წვეულების საუნდტრეკი, რა თქმა უნდა, All I Want for Christmas Is You-ა, რომელმაც 1994 წლის შემდეგ ჯამში 22 კვირა გაატარა Hot 100-ის პირველ ადგილზე. ახლა კი, როდესაც 2026 წელი კვლავ საშობაო სეზონისკენ მიდის, შესაძლოა ეს მონაცემები კიდევ გაიზარდოს.
ნახეთ მერაია კერის საშობაო პოსტები: