Circus Mircus-ის ახალი სინგლი

„pin-drop ისეთი სიჩუმეა, სადაც ნემსის დაგდების ხმასაც კი გაიგებ. აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სიტყვების ასეთი შეთანხმება – pin-drop mind.”

Circus Mircus-მა ახალი სიმღერა გამოუშვა სახელწოდებით Pin-Drop Mind. კომპოზიცია ჯგუფის მომავალი ალბომის მეოთხე გამოქვეყნებული სინგლია. 

ნიკა კოჩაროვი:

„არსებობს ასეთი გამოთქმა pin-drop, რომელიც ისეთ სიჩუმეს ნიშნავს, სადაც ნემსის დაგდების ხმასაც კი გაიგებ. აი, ჩვენ როგორც ვამბობთ, ბუზის გაფრენის ხმაო. და აქ არის სიტყვების თამაში: არსებობს pin-drop room, მაგალითად. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სიტყვების ასეთი შეთანხმება – pin-drop mind, ანუ ამაში ვგულისხმობ რაღაც გასხივოსნებასავით – აი, მედიტაციის შედეგად რომ ტვინს დაამშვიდებ. ეს სიმღერაც მაგაზეა, რომ ტიპი როგორ მიისწრაფვის მაგ მდგომარეობისკენ.

კლიპს რაც შეეხება, უცებ ჩემს მეგობარს მოუვიდა იდეა, რომ ახლის გადაღების ნაცვლად, ძველი ვიდეოებით აგვეწყო. თან რაღაც ნოსტალგიურიც არის. ამიტომ ძველი ვიდეოარქივი გავაციფრულეთ და ასე გავაკეთეთ კლიპი. აქ არის ჯგუფის ყველა წევრის პირადი არქივის კადრები – კონცერტები, მეგობრებთან ერთად დროს ტარება და ა.შ.  საბოლოოდ ვაპირებთ ალბომის გამოშვებას, სადაც ეს და სხვა სინგლები ერთად შეიკვრება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

.FICTION. – სოფო ტოროშელიძისა და მანანა მენაბდის დუეტი

შემდეგი სტატია

The Eras Tour: ნახეთ ფოტოები ტეილორ სვიფტის ტურნეს გამხსნელი კონცერტიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი