ბარბი დიდი ხნის განმავლობაში პოპ კულტურის შთაგონება იყო. 1959 წლიდან პირველმა ბარბი თოჯინამ სათამაშოების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა და თითქმის ყველა სფეროში მუსიკაში, ტელევიზიასა თუ ფილმებში ადგილი დაიმკვიდრა. ბარბის ქერა თმა და მოდის საოცარი შეგრძნება გართობის ინდუსტრიაში მუდმივად აქტუალური რჩება.
2023 წლის 21 ივლისს კინოთეატრებში გრეტა გერვიგის რეჟისორობით ფილმი Barbie გამოვა. მთავარ, საკულტო ბარბის როლს მარგო რობი ასრულებს, კენის როლს კი რაიან გოსლინგი განასახიერებს. ოფიციალური სინოფსისი თანახმად ფილმი ტიტულოვანი თოჯინას ზღაპარს გვიყვება, რომელიც ბედნიერებას ეძებს – „მას შემდეგ, რაც ის ბარბის სამყაროდან არასრულყოფილების გამო გააძევეს“.
ბარბის ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით Billboard-მა მუსიკოსთა სია შეადგინა, რომლებიც ბარბის ჩაცმულობით იწონებდნენ თავს.
იხილეთ ფოტო გალერეა:
ნიკი მინაჟი
ნიკი მინაჟი ბარბის დიდი გულშემატკივარია. მან საკულტო თოჯინას მუსიკალური ვიდეო-კლიპიც კი მიუძღვნა – Barbie Tingz
ემი პოლერი და ბრიტნი სპირსი
2002 წელს Inside Barbie’s Dreamhouse-ში ემი პოლერი ბრიტნი სპირსთან ერთად ბარბის როლში გამოჩნდა.
დოლი პარტონი
2008 წლის სიმღერის Backwoods Barbie-ის ქავერ ფოტოში დოლი ლეოპარდის პრინტის მინი კაბაში და ვარდისფერი შიფონის მოსაცმელშია გამოწყობილი.
Trixie Mattel
დრაგ სუპერვარსკვლავი Trixie Mattel არამხოლოდ ბარბის კოლექციონერია, არამედ თოჯინას თავისი გარეგნობის შთაგონებადაც იყენებს.
პარის ჰილტონი
პარიზ ჰილტონი 2014 წელს ჯერემი სკოტის და Moschino-ს წვეულებაზე ბარბის სამოსში იყო გამოწყობილი.
კეისი მასგრეივზი
კეისი მასგრეივზი 2019 წელს Met Gala-ს საღამოზე
რიტა ორა
2014 წელს რიტა ორა ბარბით შთაგონებული სამოსით და ვარდისფერი დიადემით Death Of A Geisha-ს საღამოზე იყო წარმოდგენილი.