კანიე უესტმა ინსტაგრამის ანგარიში დროებით გააუქმა

რამხდენიმე დღის წინ უესტმა მობილურის ეკრანისათვის გადაღებული ფოტო, ე.წ „სქრინშოტი“ გამოაქვეყნა, რომელზეც ინსტაგრამის ანგარიშის დროებით გაუქმების პირობები ჩანს.
კანიე უესტი
Victor Boyko/Getty Images For Kenzo

რამდენიმე დღის წინ კანიე უესტმა სოციალურ ქსელში მობილურის ეკრანისათვის გადაღებული ფოტო, ე.წ „სქრინშოტი“ გამოაქვეყნა, რომელზეც ინსტაგრამის ანგარიშის დროებით გაუქმების პირობები ჩანს. ამ პოსტის ატვირთვიდან მალევე, უესტმა ინსტაგრამის ანგარიში მართლაც გააუქმა.  

კანიე უესტი, რომელიც ამჟამად ფსევდონიმად იყენებს სახელს – Ye, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინსტაგრამიდან არაერთხელ დაიბლოკა. მაგალითად 2022 წლის მარტში არტისტს ქსელზე წვდომა 24 საათით შეეზღუდა. მიზეზი არაეთიკური პოსტები იყო, რომელიც სიძულვილის ენასთან, ბულინგთან და ძალადობრივი შინაარსის მასალასთან  დაკავშირებით,  პლატფორმის პირობებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა. უფრო კონკრეტულად კი, უესტმა Daily Show-ს წამყვანის, ტრევორ ნოას მისამართით, რასობრივი ნიშნით შეურაცხმყოფელი პოსტები რამდენჯერმე გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ, კანიემ სოციალური ქსელის მეშვეობით, პიტ დევოდსინის შესახებაც  არაერთი პოსტი გაავრცელა. ამ დროს დევიდსონი უესტის ყოფილ ცოლს, კიმ კარდაშიანს ხვდებოდა. ამ ფაქტს რეპერი არაეთიკური განცხადებების სერიით გამოეხმაურა. 

Ye ინსტაგრამის ადმინისტრაციამ 2022 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ დაბლოკა. ამის მიზეზი არტისტის მიერ ანტისემიტური განცხადებები იყო. 2023 წლის მარტში უესტი სოციალურ ქსელს კვლავ დაუბრუნდა და განაცხადა, რომ 21 Jump Street-ში ჯონა ჰილის ნახვის შემდეგ, მას „ებრაელი ხალხი კვლავ მოსწონს“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ერიკა ბადუს საკონცერტო ტურნე სახელწოდებით – Unfollow Me 25 ქალაქს გააერთიანებს

შემდეგი სტატია

VAQO

VAQO-ს მარტივად მოსასმენი მძიმე მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი