20 აპრილს Post Malone-მა ნასას ასტრონავტებს სიურპრიზი გაუკეთა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან კონტაქტის დამყარების შემდეგ რეპერმა მათ თავი ოფიციალური სახელით წარუდგინა, როგორც ოსტინი. „თქვენ საუკეთესო ხედი გაქვთ სამყაროში” – უთხრა ასტრონავტებს და ჰკითხა, თუ როგორ ხედავდნენ ისინი დედამიწაზე ამინდს.
„ეს სინამდვილეში ჩემი საყვარელი საქმიანობაა, როცა ფანჯარაში ვიხედები” – უპასუხა ერთ-ერთმა ასტრონავტმა. „უმეტესად წყლის თავზე ვართ. ბევრი ოკეანე გვაქვს და ხშირად ვაკვირდები ღრუბლებს. ერთხელ ვარჯიშისას ელვა შევნიშნე. ჭექა-ქუხილი ღამით სრული საოცრებაა. და მათი ზომაც დაუჯერებელი შეიძლება იყოს. ამინდის ასე ყურება გასაოცარია.”
შემდეგ რეპერმა მეორე ასტრონავტს კოსმოსურ სადგურზე მისი პირველი მოგზაურობის შესახებ ჰკითხა.
„სანამ აქ ჩამოვიდოდი, მეუბნებოდნენ იმ ორ რამეს, რასაც აუცილებლად შევნიშნავდი, როცა ფანჯრიდან გავიხედავდი. ერთი ისაა, რომ აქ საზღვრები არ არის. უყურებ დედამიწას და ვერ ხედავ საზღვრებს. და მეორე – თუ როგორი თხელია ატმოსფერო. ორივე მათგანი გასაოცრად მართალი აღმოჩნდა.”
„Რას ფიქრობთ ჩვენი დიდი ლურჯი პლანეტისა და დედამიწის დღის შესახებ?” – ჰკითხა ბოლოს რეპერმა ასტრონავტებს. „დედამიწა განსაკუთრებული ადგილია. ის მაგონებს, შესაძლოა, ლაშქრობას, სადაც მიდიხარ, საოცარ ადგილებს ნახულობ, მაგრამ ბოლოს მაინც სახლში დაბრუნება გინდა. აქ ყოფნა გასაოცარია. ყოველდღე ხედავ ამ საოცარ ჰორიზონტს და ჩვენს დიდ ლურჯ მარმარილოს. ის განსაკუთრებული ადგილია და მე პატივი და პრივილეგია მაქვს, რომ აქ ვარ და ეს გამოცდილება მაქვს. და ვიცი, რომ ჩემი 6-თვიანი მისიის შემდეგ ბედნიერი ვიქნები სახლში დაბრუნებით.”
ნახეთ Post Malone-ისა და ასტრონავტების საუბარი