ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12-ში მოხვდა

კონკურსის ქართველი მონაწილე საუკეთესო თორმეტეულში ჟიურიმ გადაიყვანა.

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის საუკეთესო 12 მონაწილეს შორისაა. ეს გადაწყვეტილება კონკურსის ჟიურიმ მიიღო. წესების თანახმად, ტოპ 20 კონკურსანტს შორის ათს მაყურებელი ხმის მიცემით გამოავლენს, დარჩენილი ორი მონაწილის არჩევის უფლება კი ჟიურის აქვს. ნუცა მაყურებელთა ხმებით გამოვლენილ ათეულში ვერ მოხვდა. როცა ჯერი ჟიურის 2 რჩეულის დასახელებაზე მიდგა, პირველი მათგანი (Lucy) ლაიონელ რიჩიმ გამოავლინა. საუკეთესო თორმეტეულის ბოლო კონკურსანტი კი კეტი პერიმ და ლუკ ბრაიანმა ერთად გამოაცხადეს: „ჩვენ ვგიჟდებით ნუცაზე!” – ერთხმად იყვირეს ჟიურის წევრებმა და ქართველი მომღერალი ტოპ 12-ში გადაიყვანეს. 

ლაივშოუზე ნუცამ ჯენიფერ ჰადსონის And I Am Telling You I’m Not Going შეასრულა და ტრადიციულად ჟიურისა და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგი ტური სახელწოდებით Rock and Roll Hall of Fame Night 30 აპრილს გაიმართება, სადაც საუკეთესო 12 მონაწილიდან ტოპ 10 გამოვლინდება. მომდევნო დღეს კი, 1-ელ მაისს, ჟიურის მიერ არჩეული სიმღერების ტურის შემდეგ კონკურსში უკვე 7 მონაწილე დარჩება. 

ნახეთ ნუცას გამოსვლისა და მისი ტოპ 12-ში დასახელების ვიდეოები

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Off The Record – ახალი ალბომი MokuMoku-სგან

შემდეგი სტატია

ბარბრა სტრეიზანდი დაბადების დღის მილოცვებს იღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი