Off The Record – ახალი ალბომი MokuMoku-სგან

Off The Record 11 ტრეკისგან შედგება და როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, ეს ნამუშევარი ძველი ალბომებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
MokuMoku
Stockton Records


MokuMoku-მ ახალი ალბომი სახელწოდებით Off The Record გამოსცა. ალბომის პრეზენტაცია 2 მარტს Mono Hall-ში გამართულ კონცერტზე შედგა. ამჯერად კი Off The Record უკვე მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი. 

Off The Record  11 ტრეკისგან შედგება და როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, ეს ნამუშევარი ძველი ალბომებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

ტატო რუსია, MokuMoku: 

„ამ ალბომზე დიდი ხანი ვმუშაობდით. Off The Record-ს რაიმე კონკრეტული განაცხადი არ აქვს, თუმცა ყველა სიმღერას აქვს თავისი გამორჩეული შინაარსი. უფრო ატმოსფეროზე დაფუძნებული ალბომია, ვიდრე რაიმე ერთ კონკრეტულ იდეაზე. Off The Record წინა ალბომებისაგან ძალიან განსხვავებულია. მასში შესული სიმღერების 70 პროცენტს ტექსტი აქვს.“

Off The Record-ის მიქსინგზე და მასტერინგზე დავით ბაკურაძემ იმუშავა. რაც შეეხება ე.წ არტვორქს, ალბომის ყდაზე გამოყენებული ფოტოს ავტორი  გიორგი ზათიაშვილია. 

„MokuMoku ლეიბლ Stockton Records-ის მუსიკალური კოლექტივი ვართ და ვიზუალურ მხარეზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს, უფრო კონკრეტულად კი გიორგი ზათიაშვილი და კოკა კიტია. ამ პროცესში ასევე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ჯგუფის წევრი ჯონდო ჯაფარიძე. ზოგადად ვცდილობთ ერთობლივად ვიმუშაოთ და ყველამ ჩვენი ხედვა შევიტანოთ ვიზუალური ნაწილის შექმნისას.“ – ტატო რუსია

ახლო მომავალში ბენდი კონცერტების გამართვას გეგმავს. ასევე დაგეგმილია რამდენიმე ახალ ტრეკზე მუსიკალური ვიდეოს გადაღებაც. 

MokuMoku ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდია, რომელიც 2014 ჩამოყალიბდა. MokuMoku-ს ჟღერადობა სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტს აერთიანებს, მათ შორის არის ჰიპ-ჰოპი, როკი და ფანკი. ამ დრომდე ბენდმა ხუთი სტუდიური ალბომი გამოსცა. ბენდის შემადგენლობაში არიან: ტატო რუსია, ჯონდო ჯაფარიძე, ცოტნე გოგიტიძე, მიშო ელიავა, სანდრო მაისურაძე, ალექსანდრე ხოხიაშვილი, ნასი ჭავჭავაძე და თორნიკე აბულაძე. 

მოუსმინეთ MokuMoku-ს ახალ ალბომს, სახელწოდებით – Off The Record:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 20-შია

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12-ში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი