Doja Cat Met Gala-ზე კარლ ლაგერფილდის კატის ფორმაში გამოეწყო

მომღერალმა ლაგერფილდის კატა შუპეტი განასახიერა.
Doja Cat 2023 წლის Met Gala-ზე
Dimitrios Kambouris/Getty Images for The Met Museum/Vogue

Doja Cat-მა 2023 წლის Met Gala-ზე თავისი სახელი გაამართლა და კატის ფორმაში მოგვევლინა. თუმცა არა უბრალოდ ნებისმიერი კატის, არამედ კარლ ლაგერფილდის საყვარელი კატა შუპეტის ფორმაში. მომღერლის გარეგნობაზე სტილისტმა ბრეტ ალან ნელსონმა იზრუნა და ის იდეალურად ჩაჯდა წლევანდელი Met Gala-ს თემაში: „კარლ ლაგერფილდი: სილამაზის ხაზი”.

კატა შუპეტის, რომელიც ლაგერფილდმა 2011 წელს აიყვანა, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწერა, რომ ის ღონისძიებას არ დაესწრებოდა. „ბევრმა დამპატიჟა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე, რომელიც მამას ეძღვნება. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია სახლში დავრჩეთ მშვიდად და მყუდროდ” – წერია პოსტში, რომელსაც თან კატის ფოტო ერთვის. „ჩვენ მას ყოველდღე მივაგებთ პატივს მისი გარდაცვალების შემდეგ და ამაღელვებელია კიდევ ერთი ასეთი დღის ყურება.”

მიუხედავად Met Gala-ზე შუპეტის ფიზიკურად არყოფნისა, Doja Cat-ის წყალობით ის ღონისძიებაზე მაინც წარმოჩნდა. 

Doja Cat 2023 წლის Met Gala-ზე
Dimitrios Kambouris/Getty Images for The Met Museum/Vogue
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კელი კლარკსონის შოუს მიმდინარეობისას, ჯეიკ ჯილენჰოლმა და წამყვანმა The Killers-ის Mr. Brightside ერთად შეასრულეს

შემდეგი სტატია

ბილი აილიში Met Gala-ზე სიმონ როშას კაბით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი