ედ შირანის თქმით, ის ჰარი სტაილსით ამაყობს

The Sprout Podcast-ში სტუმრობისას, ედ შირანმა ჰარი სტაილსთან მეგობრობაზე ისაუბრა.
ფოტო: კევინ მაზური/Fox/WireImage

ედ შირანი და ჰარი სტაილსი დიდი ხნის მეგობრები არიან. ახლახან ედ შირანი The Sprout Podcast-ის სტუმარი იყო, სადაც მან აღნიშნა, რომ წარმატებისაკენ მიმავალი გზაზე ჰარი სტაილსთან მეგობრობა  განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. შირანის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ორივე მათგანი შემოქმედებითად ძალიან გაიზარდნენ. 

„ახლა ის მსოფლიო პოპულარობის მწვერვალზეა. მსოფლიომ ის პოპულარული ბოი ბენდიდან გაიცნო, ახლა კი ის უდიდესი სოლო არტისტია. ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობაა და როდესაც მას ვუყურებ, ძალიან, ძალიან ამაყი ვარ“- აღნიშნა ედ შირანმა.

 მომღერლების მეგობრობა 2010 წელს დაიწყო, როცა ორივე მათგანი მუსიკალურ ინდუსტრიაში კარიერის საწყის ეტაპზე იყვნენ და კომერციულიო წარმატებისათვის ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღწეული. 

ედ შირანმა ჰარი სტაილსთან თავისი ურთიერთობა  ტეილორ სვიფტთან მეგობრობას შეადარა. „ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ტეილორის მიმართ. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც სრულიად ესმის შენი და ვფიქრობ ორივე მათგანი ასეთია.“ – თქვა მომღერალმა. 

მოუსმინეთ The Sprout Podcast-ის სრულ ეპიზოდს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი Food Network-ს ორი ახალი კულინარიული შოუთი  უერთდება

შემდეგი სტატია

მადონა დედობასა და რადიკალ ქალთა მოდელებზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი