We Are the World-ის ვარსკვლავურ შემსრულებელთა შორის ტინა ტერნერი მეათე გარდაცვლილია

ტერნერი პირველი ქალია, რომლის ხმაც ისმის სიმღერის ჩანაწერში, რომლითაც აფრიკაში შიმშილთან საბრძოლველად მილიონობით დოლარი შეგროვდა.
ტინა ტერნერი We Are The World-ის ჩაწერისას, 1985 წელი

50-წლიანი კარიერის განმავლობაში ტინა ტერნერმა იმდენის მიღწევა შეძლო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სიმღერის We Are the World ვარსკვლავურ შემადგენლობაში მომღერლის მონაწილეობა ბევრს აღარ გახსენებია. თუმცა სწორედ ტერნერია პირველი ქალი, რომლის ხმაც სიმღერის ჩანაწერში ისმის. ჯამში სიმღერას 44 მომღერალი ასრულებს. ჩანაწერმა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ ადგილზე 4 კვირა გაატარა და წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის 1986 წელს გრემი მოიგო.

We Are the World-ის ვარსკვლავური კოლექტივიდან ტერნერი მეათე გარდაცვლილი შემსრულებელი გახდა. პირველი მათგანი  ვეილონ ჯენინგსი 2002 წელს  გარდაიცვალა. შემდეგ იყო რეი ჩარლზი 2004 წელს და ჯუნ პოინტერი 2006-ში.

მაიკლ ჯექსონი, რომელიც ლაიონელ რიჩისთან ერთად სიმღერის თანაავტორია, 2009 წელს გარდაიცვალა. 2017 წელს ელ ჯერო, 2019 წელს ჯეიმს ინგრამი, ხოლო 2020 წელს კენი როჯერსი. 2022 წელს გარდაიცვალა ანიტა პოინტერი, 2023 წლის აპრილში – ბელაფონტე. ახლა კი – ტინა ტერნერი.

სიმღერისთვის We Are the World ჯექსონმა და რიჩიმ წლის სიმღერის ნომინაციაში გრემი მოიპოვეს. წლის ჩანაწერის ჯილდო კი სინგლის პროდიუსერს ქუინსი ჯონსს გადაეცა. მანვე მიიღო გრემი We Are the World-ის მუსიკალური ვიდეოსთვის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიმ კარდაშიანი ამტკიცებს, რომ ჭორი, თითქოს, ქმარს დრეიკთან ღალატობდა, თავად კანიე უესტმა გაავრცელა 

შემდეგი სტატია

თუფაქ შაკური ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარ ვარსკვლავს მიიღებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი