Quemmekh-ის და დიზაინერ აკა ფროდიაშვილის კოლაბორაცია

„ჩვენც და აკაც კარგად ვგრძნობთ აქაურ ყოფას და დაუბალანსებელ პულსს. შესაბამისად, ასეთია ხელოვნება, რომელსაც ვქმნით“ – სანდრო ქერაული.
ფოტო: ანიმა გელაშვილი

ქართული მუსიკალურ სივრცეში Quemmekh იმ პროექტად ჩამოყალიბდა, რომლის ყოველ კონცერტს დამოუკიდებელი შინაარსი და კონტექსტი აქვს. ეს კონტექსტი არამხოლოდ მუსიკალური ენით, არამედ ვიზუალური გაფორმებითაც გამოიხატება. Quemmekh-ის კონცერტზე მისულმა მსმენელმა უკვე იცის, რომ ერთი დიდი პერფორმანსის მონაწილე ხდება. ამჯერად Quemmekh მსმენელის წინაშე აუდიო-ვიზუალურ ფესტივალზე სახელწოდებით TKESHI წარდგება. კონცერტის ფარგლებში Quemmekh ქართველ დიზაინერ აკა ფროდიაშვილთან თანამშრომლობს. ეს კოლაბორაცია ავთენტურია, რადგან აკა ფროდიაშვილი ქართული მოდის სცენაზე კონცეპტუალურ დიზაინერად ჩამოყალიბდა, რომლის ჩვენებები პერფორმანსის სახით გადმოცემული ხმამაღალი განაცხადია. 

სანდრო ქერაული, Quemmekh-ის ფრონტმენი:

“აკას და Quemmekh-ის კოლაბორაცია აუდიო-ვიზუალური ფესტივალის TKESHI ფარგლებში დაიგეგმა.  Quemmekh ყოველთვის ცდილობს მსმენელს სიახლე შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ აკა ფროდიაშვილთან ერთად ამ ლაივისთის და დაგეგმილი შოუს პრომოსთვის შეგვექმნა კოსტიუმები.“

ფოტო: ანიმა გელაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია განუყოფელია მოდის სამყაროსგან, ქართულ რეალობაში მსგავსი კოლაბორაციის მაგალითები ძალიან იშვიათად გვაქვს.  რაც შეეხება ამ კონკრეტულ თანამშრომლობას,  Quemmekh-ის ჟანრობრივი მიმართულების ქართული ბენდის დიზაინერთან თანამშრომლობა პრეცედენტულია. ამ თანამშრომლობას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის დიზაინერის და თავად ბენდის ესთეტიკური ხედვა. 

სანდრო ქერაული:

„აკასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ რა მოგვწონს ჩვენ, რა მოსწონს მას და საბოლოოდ ბევრი გადაკვეთის წერტილი აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ, აკამ Quemmekh-ისათვის  დამახასიათებელი კოსტიუმები შექმნა, რომლებიც ერთდროულად არის ბრუტალური, მაგრამ ამავდროულად ფემინურ ხასიათსაც ატარებს“

როგორც სანდრო ქერაული Billboard საქართველოსთან საუბრისას ამბობს, თბილისი ქაოსური ქალაქია და იდეურად  ამ ქაოტურობამ გააერთიანა ბენდი სხვა ინდუსტრიის ხელოვანთან. „ჩვენც და აკაც კარგად ვგრძნობთ აქაურ ყოფას და დაუბალანსებელ პულსს, შესაბამისად, ასეთია ხელოვნება რომელსაც ვქმნით“  

ფოტო: ანიმა გელაშვილი
ფოტო: ანიმა გელაშვილი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Quemmekh-ის შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მსმენელთანვიზუალურ კომუნიკაციას, რომელიც ხშირად პროვოკაციული და წინააღმდეგობრივია. ეს კომუნიკაცია არამხოლოდ Quemmekh-ის იდენტობის ჩამოყალიბებას განაპირობებს, არამედ აუდიტორიას ჯგუფის გზავნილებს უფრო მძაფრად აგრძნობინებს. შეიძლება ითქვას, რომ Quemmekh-ის ცოცხალი შესრულების გაფორმება ბენდის მუსიკალური ენის ალეგორიულ ვიზუალური ილუსტრაციაა. 

Quemmekh-ის კონცერტი ფესტივალის TKESHI ფარგლებში 16 ივლისს გაიმართება. დაგეგმილი ფესტივალის  შესახებ მეტი დეტალი იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ბიონსე და კელი როულენდი ჰიუსტონში უსახლკარობის დასამარცხებლად გაერთიანდნენ

შემდეგი სტატია

ბილი აილიში 2023 წლის 17 მარტი, სანტიაგო, ჩილე. ფოტო: მარსელო ერნანდესი

ბილი აილიშმა ახალი სიმღერის What Was I Made For-ის გამოსვლა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye

 Anana Kaye-ს მუსიკალური გზა

„საქართველო თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლის პროცესშია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ასევეა მუსიკოსიც, რომელიც სულ პროცესშია. განვითარება ბრძოლის და წინსვლის გარეშე არ მოდის.“
მეტი

ლედი გაგას თქმით, ახალი ალბომი მის ცხოვრებაში მიღებული ცუდი გადაწყვეტილებების ერთგვარი გახსენებაა

გაგამ ასევე დაადასტურა, რომ ახალ ალბომში შევა ბრუნო მარსთან ერთად გამოშვებული სიმღერა, Die With a Smile.
მეტი

TKT.GE & TBC: „ყველა ბილეთი გაყიდულია თეატრებში, კონსერვატორიასა და ოპერაში”

„ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად,” - ვკითხულობთ განცხადებაში.
მეტი

კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

„სამი კვირაა, რაც კლუბები და ელექტრონული მუსიკის სცენა გაფიცულია. ასობით ადამიანისთვის ეს სფერო არა მხოლოდ შემოსავლის ერთადერთი წყაროა, არამედ თავისუფლებისა და თვითგამოხატვის პლატფორმაც.”
მეტი