მოუსმინეთ ერეკლე გეწაძის ახალ კომპოზიციებს

მუსიკოსი ამ ეტაპზე Synthwave ჟანრში მუშაობს.
ერეკლე გეწაძე

ერეკლე გეწაძის შემოქმედება, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა ჟანრის ეტაპებად იყოფა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი კონკრეტული მუსიკალური მიმართულებით მუშაობს, რაც, როგორც, წესი ამ ჟღერადობის ალბომის გამოცემით სრულდება ხოლმე. Lo-fi, 8-bit, ტექნოსა და არაერთი სხვა ჟანრის შემდეგ მუსიკოსი ამჟამად 80-იანი წლების Synthwave-ით არის გატაცებული. სწორედ ამ ჟღერადობით ახლახან მან ორი ახალი კომპოზიცია გამოსცა. ელენე კალანდაძესთან თანამშრომლობით შექმნილი Better Off by Myself და Say No To ერთმანეთისგან შინაარსობრივად სრულიად განსხვავებული სიმღერებია, რომელთაც სწორედ Synthwave აერთიანებს. 

ერეკლე გეწაძე:

„Say No To შთაგონებულია ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობით. მე საერთოდ ვემხრობი იმ აზრს, რომ არტისტი უნდა ეხმაურებოდეს მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებსა თუ მოვლენებს და ეს იყო, ასე ვთქვათ, ჩემი ამოძახილი, რაც ვეღარ მოვითმინე და ასეთი ტრაფარეტული სიმღერა გავაკეთე. ეს არის ანტირუსული სიმღერა ძალიან პირდაპირი მესიჯებით: Say no to Russian laws, მაგალითად. სხვათა შორის, დიდი ხანია, ასე ვთქვათ, შემოდებული მქონდა ეს სიმღერა, მაგრამ რატომღაც აქამდე არ გამოვეცი. ველოდებოდი, თითქოს, რაღაც მომენტს და ეს მომენტი აღმოჩნდა რუსული გემის საქართველოში შემოსვლა. სწორედ ამ ამბავს დაემთხვა სიმღერის გამოსვლაც. თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავ ამავე თემაზე სხვა კომპოზიციის გამოშვებას.”

„მეორე სიმღერა Better Off by Myself შინაარსობრივად რადიკალურად განსხვავებულია წინა თემატიკისგან, თუმცა ჟანრი იგივეა. ამ სიმღერაზე მე და ელენე კალანდაძემ ერთობლივად ვიმუშავეთ. მე გავაკეთე ინსტრუმენტალი, რომელსაც შემდეგ უკვე ელენემ, ასე ვთქვათ, დაამღერა მელოდია და დაწერა ტექსტი. ეს არის სიმღერა იმაზე, ხანდახან რომ გირჩევნია, რომ მარტო იყო, ვიდრე ვიღაცასთან ერთად და რომ ხანდახან ჯობს, თვითონ მიხედო შენს თავს. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ბალადის ჟღერადობა აქვს.”

ორივე ახალი სიმღერის ლაივ პრემიერა 27 აგვისტოს ბათუმში სთეიჯ 17-ის” სცენაზე შედგება, სადაც ახალი კომპოზიციების გარდა გაჟღერდება ერეკლე გეწაძის ძველი სიმღერებიც, თუმცა ახლებური – Synthwave ჟღერადობით. უახლოეს მომავალში კი მუსიკოსი თავისი შემოქმედების ამ ეტაპსაც ალბომად გამოსცემს, რომელშიც სწორედ ამ ჟანრის კომპოზიციები იქნება თავმოყრილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანი მეგობრის, რობი რობერტსონის გარდაცვალებას ეხმაურება

შემდეგი სტატია

თბილისს ახალი თეატრალური სივრცე შეემატება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი