ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია – ტეილორ სვიფტი იყო.
ფოტო: ზამარ ველეზი


8 სექტემბერს ოლივია როდრიგო ახალ ალბომს სახელწოდებით Guts გამოსცემს. ალბომის გამოსვლამდე 20 წლის პოპ მომღერალმა ნამუშევრის შესახებ დამატებითი დეტალები გაამხილა. New York Times-თან ინტერვიუში ოლივიამ ალბომის მუსიკალურ მიმართულებასა და ხასიათზე ისაუბრა. 

„ჩემთვის მუსიკა საკუთარი გრძნობების გამოხატვაა, იმ გრძნობების, რომელიც შესაძლოა საზოგადოებისათვის მისაღები არ იყოს.“ –  აღნიშნა როდრიგომ გამოცემასთან საუბრისას.

ცნობილია, რომ ოლივია როდრიგოს საყვარელი არტისტების სიაში არაერთი როკ შემსრულებელია, მათ შორის ჯეკ უაიტი და  Rage Against the Machine. როგორც მომღერალი ამბობს, ახალი ალბომიც როკ ჟანრით არის შთაგონებულო, თუმცა უფრო ფემინური მხრიდან. „ყოველთვის მიყვარდა როკ მუსიკა და ყოველთვის მინდოდა, რომ გამეთავისებინა.“ –  აღნიშნავს არტისტი. როდრიგოს თქმით, მისთვის მისაბაძია ქალი როკ შემსრულებლები, რომლებიც ამ მიმდინარეობაში რაღაც ახალს ქმნიან და არ ცდილობენ, კაცი როკ მუსიკოსების შემოქმედება გადააკეთონ. 

ამ დროისათვის ოლივია როდრიგომ დაანონსებული ალბომიდან Guts ორი სინგლი გამოსცა – Vampire, რომელმაც Billboard Hot 100-ში ლიდერი პოზიცია დაიკავა და Bad Idea Right, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. 

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და ამ ნამუშევრის შექმნისას მის უდიდეს მუსიკალურ ინსპირაციად – ტეილორ სვიფტი დაასახელა.  ჟურნალისტის კითხვაზე, დაესწრო თუ არა იგი სვიფტის ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტს, ოლივია როდრიგომ უპასუხა  -„ჯერ არა“ და განმარტა, რომ ამის მიზეზი გადატვირთული გრაფიკია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანი - ფოტო: ენი ლებოვიცი

ედ შირანი შემოდგომას ახალი ალბომით Autumn Variations ხვდება

შემდეგი სტატია

კარლოს სანტანამ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი