მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე ბელგიაში გარდაიცვალა

„გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო… აიარა ოქროყანის აღმართი… დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი – საქართველოში დაბრუნება თუნდაც სიკვდილის შემდეგ…“ – წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ფეისბუქ გვერდზე მომღერალ ინგა ფერაძეზე.

მომღერალი ინგა ფერაძე ემიგრაციაში იმყოფებოდა. იგი ბრიუსელში სოციალურ ბინაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 

ინგა ფერაძე 1970-80-იან წლებში  საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

ინგა ფერაძე საქართველოს საზღვრებს გარეთაც კონცერტებს ხშირად მართავდა. 

ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ინგა ფერაძის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ფილმის შავი მასალა უკვე მზად არის. ავტორი დოკუმენტურ ფილმს ასე ახასიათებს „ეს არის ფილმი აბსოლუტურ მარტოობაზე…”

რამდენიმე თვის  წინ მომღერალ ინგა ფერაძის საქართველოში დასაბრუნებლად, მანანა მენაბდეს ინიციატივით საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. შეიქმნა დასახმარებელი ფონდიც, სადაც მომღერლის კოლეგები და მეგობრები მონაწილეობდნენ. თუმცა სამწუხაროდ მისი ჩამოყვანა ვერ მოესწრო.

მოისმინეთ ინგა ფერაძის შესრულებით სიმღერა „ბაიათი“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰამასის თავდასხმის სამიზნედ ქცეული მუსიკალური ფესტივალის მენეჯერი განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს

შემდეგი სტატია

Sexy Bicycle - Soon (Official Video)

Sexy Bicycle-ის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – Soon

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი