ჰამასის თავდასხმის სამიზნედ ქცეული მუსიკალური ფესტივალის მენეჯერი განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ღაზის სექტორთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა.

ჰამასის შეტევებს ისრაელში მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმას ემსხვერპლნენ ღაზის სექტორთან ახლოს გამართული ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის სტუმრებიც. ამჟამინდელი მონაცემებით ფესტივალზე სულ მცირე 260 ადამიანია მოკლული. თავდასხმა 7 ოქტომბერს, დილის 6:30-ზე დაიწყო. შეტევა 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც ჰამასის დაჯგუფებამ არაერთი მძევალიც აიყვანა. 

მომხდარზე ფესტივალის არტისტ მენეჯერმა, რაზ გასტერმა ისაუბრა და ქრონოლოგიურად აღწერა მოვლენები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე განვითარდა. გასტერი საფესტივალო ტერიტორიაზე 5:30-ზე მივიდა. ყველაფერი მომენტალურად შეიცვალა, როცა ღაზის სექტორიდან რაკეტები ისროლეს, ხოლო დაახლოებით ერთ საათში ჰამასის წევრები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. 

„დაახლოებით დილის 6:30 იყო, როცა აფეთქებების ხმა გავიგეთ. კულისებიდან გამოვედით და დავინახეთ, რომ ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. ასობით რაკეტა და ბომბდამშენი ცვიოდა და ყველაფერს აფეთქებდა“ – იხსენებს რაზ გასტერი.

მისი თქმით, ამ დროს ფესტივალის დაცვამ სტუმრებს ურჩია, რომ ყველა ძირს დაწოლილიყო და უსაფრთხოებისათვის ხელები თავზე დაეწყოთ. თუმცა რამდენიმე  წუთში პოლიციამ სიგნალი გადასცა და ყველას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდა. 

„იმ მომენტში, როცა პოლიციამ გაქცევისაკენ მოგვიწოდა, მითითებას სასწრაფოდ დავემორჩილე. უკვე ვიცოდით, რომ სარაკეტო თავდასხმა იყო, რის დროსაც განსაკუთრებით სწრაფად უნდა იმოქმედო“ – თქვა გასტერმა. როგორც არტისტ მენეჯერი იხსენებს, მისი მანქანა ახლოს იყო გაჩერებული, ამიტომ მოახერხა და ორ თანმხლებთან ერთად ტერიტორია დატოვა. მათ შორის იყო ფესტივალის თანადამფუძნებელიც. 

„ძალიან სწრაფად ვმართავდი, არ ვჩერდებოდი – მაშინაც კი, როცა რაკეტა ვარდებოდა. იმდენად სწრაფად ვმოქმედებდით, რომ ბოლომდე ვერც ვხვდებოდით, რა ხდებოდა.“ 

გასტერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორების მიერ ნაქირავებ ვილაში მიაღწიეს, რომელიც საფესტივალო ტერიტორიიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ამ დროისათვის მათ შეტყობინებები მიიღეს – ჰამასის შეიარაღებული მებრძოლები ფესტივალის ტერიტორიაზე მივიდნენ და იქ მყოფთა დახოცვა დაიწყეს. 

არტისტ მენეჯერის თქმით, საფესტივალო ტერიტორიიდან მიღებული ცნობები საკმაოდ მძიმე იყო. ერთ-ერთ სტუმარს, რომელიც ადგილს მანქანით ტოვებდა, ჰამასის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. მის გვერდით მჯდომმა კი, თავი მკვდრად მოაჩვენა, რომ გადარჩენილიყო. „ადამიანები თხრილებში, ბუჩქებში და ტყეებში იმალებოდნენ. მეგობრების და ნაცნობებისგან საშინელ შეტყობინებებს ვიღებდით – ისინი დახმარებას გვთხოვდნენ.“ – ამბობს ფესტივალის არტისტ მენეჯერი.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გასტერმა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურთან და ნაცნობებთან დაკავშირება მოახერხა. უსაფრთხოების სამსახურს საფესტივალო ტერიტორიამდე მისვლისათვის დაახლოებით 2 საათი დასჭირდა. 

ფესტივალზე, ისევე როგორც ყველა ლიცენზირებულ ღონისძიებაზე, პოლიცია თავიდანვე იყო მობილიზებული. ისინი პირველები იყვნენ, ვინც ფესტივალის სტუმრების დაცვა სცადეს. ჩვენ ებრაელები ვართ, შესაბამისად უმეტესობას საბრძოლო გამოცდილება გვაქვს. ამიტომაც, ფროდაქშენის გუნდიდან ზოგიერთმა ჩვენგანმა ჰამასის რამდენიმე  ტერორისტის მოკვლა შეძლო. გასტერის თქმით, თავად ფესტივალის დამფუძნებელმა ორი ტერორისტი გაანეიტრალა. 

თავდასხმის დასრულების შემდგომ, როდესაც ორგანიზატორები ისრაელის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ტერიტორიაზე მივიდნენ, გადარჩენილების ძებნას შეუდგნენ. „24 საათის განმავლობაში ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვეპოვნა და სიცოცხლის ნიშნები აღმოგვეჩინა.“ –  ამბობს არტისტ მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ Universo Paralello თავდაპირველად სხვაგან უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორებმა ადგილი ფესტივალის გამართვამდე ორი დღით ადრე შეცვალეს. Universo Paralello ბრაზილიაში დაფუძნებული ფესტივალია და უკვე ორი ათწლეულია იმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ProSieben/SAT.1/ André Kowalski

მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი გერმანულ Voice-ში

შემდეგი სტატია

მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი