პატი სმიტი ქართველი მსმენელის წინაშე Soundwalk Collective-თან ერთად წარდგა

CORRESPONDENCES – ასე ჰქვია სახელოვნებო პლატფორმის Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციულ ნამუშევარს, რომელიც სამყაროში მომხდარ პროცესებს იკვლევს და მათ ბგერებით მუსიკაში აცოცხლებს.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

24 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში აუდიო ვიზუალური პროექტის – CORRESPONDENCES-ის პერფორმანსი გაიმართა. CORRESPONDENCES სახელოვნებო პლატფორმის, Soundwalk Collective-ისა და ცნობილი არტისტის – პატი სმიტის კოლაბორაციული ნამუშევარია.

Soundwalk Collective-ის ავტორები სტეფან კრასნეანსკი  და სიმონ მერლი არიან. CORRESPONDENCES  სამყაროში მომხდარ პროცესებს იკვლევს, რომლებიც ბგერებით  მუსიკაში ცოცხლდება და ვიზუალთან ერთად, შთამბეჭდავი წარმოდგენის სახეს იღებს. პროექტი 10 წელზე მეტია გრძელდება და ამ დროის განმავლობაში არტისტები ხმებს მსოფლიოს შორეულ ადგილებში იწერენ. როგორც პროექტის ავტორები აფასებენ, ეს არის ხმები, რომლებმაც ჩვენს სამყაროში თავისი კვალი დატოვა და საკუთარი ისტორია შექმნა. აუდიო ვიზუალური ხელოვნების ამ წარმოდგენას პატი სმიტის პოეზია ახლავს თან, რომელიც პერფორმანსის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

თბილისში გამართული პერფორმანსის ფარგლებში ახალი კომპოზიციაც შესრულდა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული ბგერებით შეიქმნა. 

აღსანიშნავია, რომ Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის თბილისში ვიზიტი სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობას მოიცავდა. სმიტი თავდაპირველად  „თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში“ გამართულ გამოფენას დაესწრო. ექსპოზიციამ CORRESPONDENCES-ის აუდიო ვიზუალური ინსტალაციები გააერთიანა. კონცერტის შემდგომი საღამო კი Rooms Hotel-ში შედგა, სადაც პატი სმიტი ამჯერად აუდიტორიას, როგორც მკითხველს, ავტობიოგრაფიული ბესტსელერის Just Kids-ის ავტორის ამპლუაში შეხვდა.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

პატი სმიტი მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. მას პანკ როკის საკულტო ქალ შემსრულებლად მოიხსენიებენ. გარდა მუსიკალური მიმართულებისა, მისი შემოქმედება მოიცავს ლიტერატურას, მხატვრობას. სხვადასხვა დროს პატი სმიტმა ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ენდი უორჰოლი, ბობ დილანი, U2 და ასე შემდეგ. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

რაც შეეხება მის ბიოგრაფიულ წიგნს –  Just Kids, კრიტიკოსები მას ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე ლიტერატურულ ნამუშევრად აფასებენ. 

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დისკო გოგონას” ანუ რუსკა მაყაშვილის რჩეული მუსიკა

შემდეგი სტატია

ლედი გაგა, 2023 წლის 12 მარტი, ფოტო: კევინ უინთერი

ლედი გაგა U2-ს ლას ვეგასში, Sphere-ის  სცენაზე შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი