გასულ კვირას სელენა გომესმა ახალი ტრეკი, Love On დააანონსა, ამჯერად კი ნამუშევარი მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად ოფიციალურად გამოქვეყნდა. ეს პირველი სინგლია, რომელიც გომესმა 2024 წელს გამოუშვა. მას წინ უძღოდა 2023 წელს გამოშვებული Single Soon, რომელიც მომღერალმა მის ამჟამინდელ მეგობარ ბიჭთან, ბენი ბლანკოსთან ერთად დაწერა.
ორივე სიმღერა, Love On და Single Soon, სავარაუდოდ, გომესის ახალ ალბომში შევა, რომელიც არტისტს ჯერ ოფიციალურად არ დაუანონსებია. თუმცა, თებერვალში Vanity Fair-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ახალ LP-ზე მუშაობს. “[ალბომის] თემატიკა თავისუფლებაა – ურთიერთობებისგან თავისუფლება, სიბნელისაგან თავისუფლება.”
ნახეთ მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Love On: