ბიონსემ ახალი ალბომის სიმღერების სია გამოაქვეყნა

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ალბომში სიმღერები ქანთრი მუსიკის ლეგენდებთან – დოლი პარტონთან და ლინდა მარტელთან ერთად.
ბიონსე COWBOY CARTER - ფოტო: ბლერ კალდუელი
ბიონსე COWBOY CARTER – ფოტო: ბლერ კალდუელი

29 მარტს ბიონსეს ალბომი Cowboy Carter გამოქვეყნდება, მანამდე კი სუპერვარსკვლავმა ინსტაგრამზე სიმღერების სრული ჩამონათვალი გააზიარა.

ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა ალბომში სიმღერები ქანთრი მუსიკის ლეგენდებთან დოლი პარტონთან და ლინდა მარტელთან ერთად.

ალბომში შესული სინგლები, რომლებიც გასულ თვეს გამოქვეყნდა – 16 Carriages და Texas Hold ‘Em – ბილბორდის საუკეთესო 100-შია შესული. ჯერ გამოუქვეყნებელი სიმღერების სია კი ასე გამოიყურება: American Requiem, Blackbird, Protector, My Rose, Bodyguard, Daughter, Spaghetti, Alligator Tears, Smoke Hour II, Just for Fun, II Most Wanted, Levi’s Jeans, Flamenco, Ya Ya, Oh Louisiana, Desert Eagle, Riverdance, Tyrant, II Hands II Heaven, Sweet Honey Buckin და  Amen.

ჩამონათვალში ასევე წერია სიმღერა Dolly P და დოლი პარტონის ლეგენდარული ჰიტი Jolene. ბანერზე ასევე ამოიკითხავთ Smoke Hour Willie Nelson-ს რომელიც შესაძლოა კიდევ ერთ გავლენიან ქანთრი ვარსკვლავთან დუეტზე მიანიშნებდეს.

ბანერზე ასევე მითითებულია The Linda Martell Show, ლინდა მატელი პირველ ფერადკანიანი ქალი სოლისტია, რომელიც Grand Ole Opry-ზე წარდგა.

აღსანიშნავია, რომ ალბომი Cowboy Carter ბიონსეს 2022 წლის ალბომ Renaissance-ის ერგვარი გაგრძელებაა. 

ნახეთ სოციალურ ქსელში გამოხმაურება ბიონსეს ახალი ალბომის შესახებ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილია 3 ჯგუფი, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

შემდეგი სტატია

მოსამართლის გადაწყვეტილებით, Diddy-ს წინააღმდეგ ჯგუფური გაუპატიურების საქმე ანონიმური არ იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

65 წლის წინ გამართული გრემის დაჯილდოების პირველი ცერემონია ფრენკ სინატრასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

მიუხედავად იმისა, რომ სინატრა დაჯილდოების ლიდერი ნომინანტი იყო, ცერემონია მოულოდნელი შედეგებით დასრულდა.
მეტი

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
მეტი