მაილი საირუსი ბიონსეს ალბომ Cowboy Carter-ში თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

მომღერლებმა სიმღერაზე II Most Wanted დუეტი შეასრულეს.

ცნობისთვის, ბიონსეს ახალი ალბომი Cowboy Carter 29 მარტს გამოვიდა. თანამშრომლობით მდიდარ ალბომში მაილი საირუსის და ბიონსეს ერთობლივი სიმღერა II Most Wanted არის შესული.

მაილი საირუსმა ბიონსეს პროექტში თანამონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ახალ ალბომში ასევე მონაწილეობენ ლეგენდარული მომღერლები დოლი პარტონი, უილი ნელსონი და ლინდა მარტელი. „ბიონსე მაშინაც ძალიან მიყვარდა, სანამ მასთან უშალოდ შეხვედრის და მუშაობის საშუალება მომეცემოდა.“ – წერს მაილი საირუსი ინსტაგრამზე და პოსტს Cowboy Carter-ის ალბომის ყდასთან ერთად აქვეყნებს.

„აღტაცებული ვარ იმით, რომ მასთან ერთად სიმღერა შევქმენი, მადლობა ბიონსე შენ ყველაფერზე მეტი ხარ, მიყვარხარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ სიმღერაზე ჩვენთან ერთად იმუშავა.“ – მაილი საირუსი.

ბიონსეს ახალ ალბომში ასევე ნახავთ პოსტ მელოუნთან თანამშრომლობით შექმნილ სიმღერას Levii’s Jeans. ალბომის გამოქვეყნების შემდეგ პოსტ მელოუნმა ინსტაგრამზე სთორი შემდეგი ტექსტით გააზიარა: „მადლობა, @beyonce, გილოცავ ახალ ალბომს, ეს მშვენიერია.“

ალბომ Cowboy Carter-ში ასევე შესულია The Beatles-ის Blackbird-ის ქავერი, სადაც ბიონსეს ტანერ ადელი, ბრიტნი სპენსერი, ტირა კენედი და რეინა რობერტსი შეუერთდნენ. „არ მჯერა, ღმერთო, ეს საოცარი რამ არის.“ – წერს ტვიტერზე ტირა კენედი.

ბიონსეს ინსტაგრამ სთორიში მუსიკოსი რეინა რობერტსიც უხდის მადლობას: „უდიდესი მადლობა, შენ ყოველთვის იყავი ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, ბიონსე.“ – ამბობს რეინა რობერტსი.

ნახეთ მაილი საირუსის ინსტაგრამ პოსტი Cowboy Carter-ის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე COWBOY CARTER - ფოტო: ბლერ კალდუელი

ბიონსეს ახალი ალბომი Cowboy Carter

შემდეგი სტატია

Pink Floyd - Brain Damage (Animation Competition Entry) Dedicated to Syd Barrett

რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ Pink Floyd-ის ანიმაციის კონკურსში  გაიმარჯვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ANIK - mixtape 91011

ANIK-ის სადებიუტო მიქსთეიფი  – 91011

პროექტში შესული სამივე სიმღერა Dog Days, Burden და „დღე და ღამე” საერთო კონცეფციის მატარებელია, სადაც ქართული მუსიკის ელემენტები თანამედროვე ჟღერადობასთან არის შერწყმული.
მეტი

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი