ჯონ ლეჯენდის ახალ სინგლში L-O-V-E მისი ოჯახის წევრები – მეუღლე კრისი ტრეიგენი და ორი შვილი მონაწილეობენ.
9 აგვისტოს ჯონ ლეჯენდის მიერ გამოცემული სინგლის ყდა მუსიკოსის შვილის, 8 წლის ლუნას მიერ არის ილუსტრირებული.
„განსაკუთრებული მადლობა არტისტ ლუნას მისი ლამაზი ნამუშევრისთვის”, – წერს ჯონ ლეჯენდი ინსტაგრამზე.
საბავშვო ალბომი – იავნანას კრებული My Favorite Dream ჯონ ლეჯენდის ორიგინალური პროექტია, რომელიც ცხრა კომპოზიციას აერთიანებს. ალბომში ასევე შედის ქავერ სიმღერები – Three Little Birds და You Are My Sunshine.
როდესაც 2023 წელს ჯონ ლეჯენდს მეოთხე შვილი, რენი შეეძინა, არტისტმა თქვა, რომ სწორედ ბავშებმა მისცეს შთაგონება და მოტივაცია, იავნანას კრებული გამოეცა. „მე და კრისს გვიყვარს, როცა შვილებს ვუმღერით, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ამას, ჩვენს სახლში ზოგადად მუსიკა, მუსიკით ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.”
„როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყე, გადავწყვიტე, სრულიად ახალი საბავშო ალბომი დამეწერა. ეს უბრალოდ გამოწვევად მივიღე. მინდოდა ორიგინალური საბავშვო სიმღერბი დამეწერა, რომლებიც მსურს ჩემმა შვილებმაც ისმინონ, გვსურდა ეს სიმღერები
მსოფლიოში ყველა მშობელისთვის და ბავშვისთვის გაგვეზიარებინა.” – ამბობს ჯონ ლეჯენდი.
ალბომი My Favorite Dream 30 აგვისტოს გამოვა, მანამდე კი მოისმინეთ სინგლი L-O-V-E ჯონ ლეჯენდის ოჯახის წევრების მონაწილეობით.