მადონამ დაბადების დღე ოჯახთან ერთად ვატიკანში აღნიშნა

ვარსკვლავს თან ახლდა ახალი ბოიფრენდი აკიმ მორისი.
მადონა
PABLO PORCIUNCULA/AFP via Getty Images

66 წლის იუბილედან ერთი კვირის შემდეგ მადონამ გულშემატკივრებს ოჯახური მოგზაურობის კადრები გაუზიარა. ფოტოებში ყვავილებიან კაბაში, ქუდსა და ხელთათმანებში გამოწყობილი მომღერალი ვატიკანის უძველესი არქიტექტურის ფონზე პოზირებს.

„დიდებული დაბადების დღის იდეალური დასასრული ოჯახთან და მეგობრებთან ერთად,” – წერს პოპვარსკვლავი.

ფოტოებში ვხედავთ მადონას 11 წლის ტყუპებს და მის ახალ სავარაუდო ბოიფრენდ აკიმ მორისს, რომელიც მომღერალს უმშვენებს გვერდს. 

ოთხი თვის წინ პოპის დედოფალმა Celebration Tour დაასრულა, რომელიც დაგეგმილზე გვიან დაიწყო, ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზით მომღერლის ჰოსპიტალიზაციის გამო. 4 ივლისს მადონამ თავის გამოჯანმრთელებას პოსტი მიუძღვნა. „მე სასწაულებრივად გადავრჩი და საოცარი წელიწადი მქონდა. მადლობა ღმერთს. ცხოვრება მშვენიერია,” – წერდა მომღერალი.

მომდევნო თვეს კი მადონა და მისი ტყუპი ქალიშვილები ფილმის Deadpool & Wolverine-ის პრემიერაზე გამოჩნდნენ, რომელშიც მომღერლის 1989 წლის ჰიტი Like a Prayer არის გამოყენებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინი და ჰეილი ბიბერები 2022 წლის 13 თებერვალს, Super Bowl-ზე. ფოტო: კევინ მაზური

ჯასტინ და ჰეილი ბიბერებს პირველ შვილი შეეძინათ

შემდეგი სტატია

ბენ აფლეკთან განქორწინების განაცხადის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი სასამართლოს თავისი ძველი გვარის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი