სამხრეთ კორეაში გამართულ შოუზე კანიე უესტმა თავისი ჰიტი I Wonder დრეიკს მიუძღვნა

სცენაზე ყოფნისას უესტმა ცუდ კონტექსტში მოიხსენია ყოფილი პარტნიორი – კომპანია Adidas.
MEGA/GC Images

კანიე უესტმა და Ty Dolla $ign-მა სამხრეთ კორეაში, გოიანგის სტადიონზე ერთობლივი ალბომის, Vultures 2-ის მოსმენის წვეულება გამართეს. მუსიკალურ საღამოს ათასობით კორეელი ფანი ესწრებოდა. 

საღამოს მსვლელობისას კანიე უესტი თავის ცნობილ ჰიტებსაც ასრულებდა. შესრულებული ტრეკების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა და მათ შორის იყო ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორებიც არის Runaway და Famous.

უესტმა შესრულებისას სცენიდან მრავალი მიმართვა გააჟღერა. მან არაერთი ისეთი ცნობილი ადამიანი ახსენა, რომლებთანაც საჯარო დაპირისპირება აქვს. მათ შორის იყვნენ დრეიკი და Jay-Z. დრეიკს უესტმა ჰიტი სახელწოდებით I Wonder მიუძღვნა. გულშემატკივართა ნაწილის აზრით, ეს დრეიკის მიმართ ირონია იყო, რადგან რეპერები კარგი ურთიერთობით არ გამოირჩევიან. თუმცა რეალურად, დრეიკი კანიე უესტის 2007 წელს გამოცემული ამ კომპოზიციის დიდი ფანია.

სცენაზე ყოფნისას კანიე უესტმა ცუდ კონტექსტში მოიხსენია ყოფილი პარტნიორი – კომპანია Adidas. ჰიტის, Can’t Tell Me Nothing-ის შესრულების წინ რეპერმა დაიყვირა „F— Adidas” და ამ შეძახილს ათიათასობით ფანი შეუერთდა. 

როგორც აღმოჩნდა, კანიე უესტი მეტად იყო ფოკუსირებული თავისი ტრეკების შესრულებაზე, ამიტომ ეს საღამო ალბომის მოსმენის წვეულების ფორმატისაგან განსხვავდებოდა. „კორეა, ეს არის Yeezy. მე თქვენ მიყვარხართ,” – მიმართა აუდიტორიას არტისტმა. აღსანიშნავია, რომ კანიე უესტმა კორეაში კონცერტი ბოლოს 15 წლის წინ გამართა. 

კანიე უესტი და Ty Dolla $ign აზიაში კვლავაც აპირებდნენ დარჩენას, სადაც ალბომის მოსმენის წვეულება ტაივანში უნდა გაემართათ. თუმცა დაგეგმილი საღამო ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. 

Vultures 2, რომელიც კანიე უესტისა და Ty Dolla $ign-ის კოლაბორაციული ალბომია, 3 აგვისტოს გამოიცა და Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. 

ნახეთ გოიანგის სტადიონზე გამართული კონცერტის ვიდეო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beatles-ის ისტორიკოსმა ჯგუფის 1965 წლის კონცერტის უნიკალური ჩანაწერი იპოვა და მის გაყიდვას აპირებს

შემდეგი სტატია

Linkin Park 100-საათიანი უკუთვლის პოსტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი