Linkin Park 100-საათიანი უკუთვლის პოსტს აქვეყნებს

წელს Billboard-ს ერთ-ერთმა წყარომ გაუმხილა, რომ ბენდი დასაბრუნებლად ქალ მომღერალს ეძებს.
Linkin Park. ფოტო: James Minchin

ჯგუფმა Linkin Park სოციალური მედიის არხებზე 100-საათიანი უკუთვლის ვიდეო გააზიარა. ამ აქტივობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ პოსტის აღწერაში ბენდის ოფიციალური ვებ-გვერდია მითითებული. 

ვებ-გვერდზე ასევე გამოჩნდა youtube-ზე ცოცხალ რეჟიმში გაშვებული ვიდეოს ბმული. ვიდეოს ჩათის ფუნქციაც აქვს გააქტიურებული, სადაც ფანები თავის მოსაზრებებს გამოთქვამენ. ერთ-ერთი სპეკულაციის მიხედვით, ბენდმა ახალი ვოკალისტი უნდა წარადგინოს, რომელიც გარდაცვლილ ჩესტერ ბენინგტონს შეცვლის. არტისტმა 2017 წელს, 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

„ვფიქრობ, ისინი ახალ მომღერალს წარადგენენ. Linkin Park იმსახურებს, რომ თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა გააგრძელოს,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.  „თუ LP-ის ახალი მომღერალი ჰყავს და ის ქალია, ვინ გინდათ, რომ იყოს?”-კითხულობს კიდევ ერთი ფანი. 

Linkin Park-ის მიერ გამოქვეყნებული დროის ათვლა 28 აგვისტოს დასრულდება. წლის დასაწყისში წყარომ Billboard-ს გაუმხილა, რომ შესაძლოა, ბენდის წევრები 2025 წელს კვლავ გაერთიანდნენ და საკონცერტო ტურნე დაიწყონ. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფი ქალი ვოკალისტის აყვანას გეგმავს. წყაროს თქმით, აპრილში მუსიკალური ბუქინგ სააგენტო WME ჯგუფის პოტენციურ ტურნესთან დაკავშირებით შეთავაზებებსაც იღებდა. მათ შორის იყო ფესტივალებიც. 

გავრცელებული სპეკულაციების პარალელურად, ჯგუფ Orgy-ს წევრმა ჯეი გორდონმა რადიო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ Linkin Park-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით ჭორები გაიგო. 

„ძალიან, ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ცხადია, დიდებული ბენდია, “ – აღნიშნა გორდონმა. „ჩესტერის გარეშე რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ. გავიგე, რომ მათ ქალი მომღერალი ეყოლებათ.”

მოგვიანებით გორდონმა განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ Linkin Park-ზე საუბრისას მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოღებულად გავრცელდა. „Linkin Park-ის მომღერალთან დაკავშირებით არაფერი ვიცი,” – წერდა მუსიკოსი. 

ხმების გავრცელების შემდეგ პრესამ კომენტარი სთხოვა ჯგუფის თანადამფუძნებელ მაიკ შინოდას. 

„ჭორები ყოველთვის იქნება. ხალხი ყოველთვის იკითხავს, რას აპირებს ბენდი. ამაზე საუკეთესო პასუხი არის ის, რომ როცა რაიმე გვექნება სათქმელი, აუცილებლად გეტყვით,” – უთხრა არტისტმა ჟურნალ Revolver-ს. „როცა რაიმეს დაანონსების დრო მოვა, ის LinkinPark.com-ზე გამოქვეყნდება. თუ რამე ამბავი სხვისგან გაიგეთ, მას შეგიძლიათ ენდოთ იმდენად, რამდენადაც თქვენ გსურთ.”

Linkin Park 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკბენდია. ჯგუფს შეერთებული შტატების მასშტაბით 29.4 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. სხვადასხვა დროს ჯგუფის 24 სიმღერა Billboard Hot 100-ის ჩარტში მოხვდა. მათ შორის იყო ჰიტები In the End, What I’ve Done და New Divide. 

ნახეთ Linkin Park-ის ახალი იდუმალი საანონსე პოსტი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სამხრეთ კორეაში გამართულ შოუზე კანიე უესტმა თავისი ჰიტი I Wonder დრეიკს მიუძღვნა

შემდეგი სტატია

ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯონ ლეჯენდის თქმით, კანიე უესტთან ადრეულ თანამშრომლობაში არაფერს ნანობს

„ერთად მართლაც საოცარ რაღაცებს ვქმნიდით – როგორც გუნდი, როგორც მოძრაობა,“ – ამბობს ლეჯენდი Hot 97-თან ინტერვიუში.
მეტი

ლიზა ბათიაშვილი იმპერატორ ოტოს პრემიით დაჯილდოვდა

იმპერატორ ოტოს პრემია გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ევროპული იდეის ხელშეწყობისთვის ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.
მეტი

რვაწლიანი დისტანციური მეგობრობის შემდეგ დუეინ ჯონსონი და Jelly Roll, როგორც იქნა, ერთმანეთს პირადად შეხვდნენ: ნახეთ ვიდეო

მსახიობი და მუსიკოსი ერთმანეთს პირველად 2017 წელს ინტერნეტით დაუკავშირდნენ, მას შემდეგ, რაც ჯონსონმა პირველად მოისმინა Jelly Roll-ის Only.
მეტი

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Nemzzz (დიდი ბრიტანეთი) 

Central Cee-ს სადებიუტო ალბომ Can’t Rush Greatness-ის წარმატების შემდეგ, რომელმაც მეცხრე პოზიცია დაიკავა Billboard 200-ში, დიდი ბრიტანეთის რეპი…
მეტი