მილანში Billboard Italia Women in Music-ის პირველი დაჯილდოება გაიმართება: იხილეთ გამარჯვებულების სია

დაჯილდოება Billboard-ის ამ ფორმატით ევროპაში პირველად ტარდება.
ფოტო: Billboard Italy

2024 წლის 16 სექტემბერს იტალიის ქალაქ მილანში Billboard-ის იტალიური მაუწყებლობა  დაჯილდოებას – Billboard Italia Women in Music-ს წარადგენს. ცერემონია ქალაქის ერთ-ერთ კულტურულ სიმბოლოდ მიჩნეულ სახელოვნებო სივრცეში, Teatro Manzoni-ში გაიმართება. დაჯილდოება Billboard-ის ამ ფორმატით ევროპაში პირველად ტარდება.   

წლის ქალი არტისტის ჯილდოს იტალიელ რეპერს გადასცემენ, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით Anna. ის 2023 წელს იტალიაში ყველაზე პოპულარული ქალი არტისტი გახდა და ახლახან იტალიურ ჩარტებში ლიდერობა მოიპოვა თავისი სადებიუტო ალბომით Vera Baddie. ჩარტებში მოწინავე ადგილი მან ცხრა კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. 

Billboard Italia Women in Music-ის დაჯილდოებას საზოგადოებას მილანის მერი, ჯუზეპე სალა წარუდგენს. ცერემონიის წამყვანები კი იტალიური კინოსა და სატელევიზიო ინდუსტრიის ვარსკვლავები, კრისტიანა კაპოტონდი და მაურიციო ლასტრიკო იქნებიან. ისინი წარადგენენ ჯილდოების მფლობელებსა და სპეციალურად მიწვეულ სტუმრებს, რომლებიც სცენაზე მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ. 

„ბედნიერი ვარ, რომ Billboard Italia Women in Music-ს უმშვენიერეს ქალაქ მილანში საზეიმოდ ვატარებთ,” – აღნიშნა Billboard-ის რედაქტორმა ჰანა კარპმა. „მადლობას ვუხდი იტალიურ Billboard-ს ამ საღამოს გამართვისთვის.” 

იტალიური Billboard-ის მთავარი რედაქტორი ტომაზო ტომა და მისი კოლეგა სილვია დანიელი აღნიშნავენ, რომ სარედაქციო გუნდისათვის ეს დაჯილდოება მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ქალი მუსიკოსების მნიშვნელობა მუსიკალურ ინდუსტრიაში გაიზარდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის. „ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, რომ ქალებმა თანაბარი პროპორციით დაიკავონ შესაბამისი პოზიციები და ჩარტების პირველი ადგილი. ჩვენ გვინდა, რომ Billboard Italia Women in Music იყოს ზეიმი ყველა იმ ქალისთვის, ვინც სცენაზე დგას. გვინდა, რომ ეს ზეიმი მხოლოდ გამარჯვებულებისათვის არ იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ჩართულობით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა თანასწორობას მივაღწიოთ,” – აღნიშნავენ ტომაზო ტომა და სილვია დანიელი. 

Billboard Italia Women in Music-ის 2024 წლის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება: 

ANNA: წლის ქალი არტისტი

ლაურა პაუზინი: საკულტო ფიგურა

Elodie: წლის შესრულება

Gaia: Radio 105-ის წლის ჰიტის ავტორი

როუზ ვილქნი: ნომინაცია „გავლენა”

BigMama: მნიშვნელოვანი მიღწევა

Clara: ამომავალი ვარსკვლავი

ფედერიკა აბატე: წლის ავტორ-შემსრულებელი

ანფისა ლეტიაგო: წლის DJ 

მარტა სალონი: წლის პროდიუსერი

მარტა დონა: წლის მენეჯერი

სარა პოტენტე: წლის A&R 

რამონა ტაბიტა: Bellissima-ს რჩეული წლის სტილისტი 

შოუს შემდეგ იტალიის მაღალი კლასის მაღაზია Rinascente, რომელიც დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ცერემონიის სტუმრებს სპეციალურ წვეულებაზე უმასპინძლებს. წვეულება მაღაზიის ცნობილ ფილიალში გაიმართება. Rinascente-სთან ერთად დაჯილდოების ოფიციალური სპონსორები არიან Rabanne და Bellissima.

Billboard Italia Women in Music-ის რეჟისორი ჯანლორენცო მორტგეტია, პროდიუსინგზე კი  კომპანია Vivo Concerti ზრუნავს. საღამოს სპეციალური რადიო მხარდამჭერია Radio 105. ცერემონიის მხარდამჭერია ასევე იტალიის გამომცემლებისა და ავტორების ასოციაცია SIAE. დაჯილდოება მილანის მუნიციპალიტეტისა და იტალიური მოდის ეროვნული საბჭოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს Ticketmaster-ის იტალიური წარმომადგენლობის პლატფორმაზე შეუძლიათ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები”  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საუბრობენ

შემდეგი სტატია

„ღამის სერენადების“ ფარგლებში იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი სანდრო ნებიერიძესთან ერთად აუდიტორიის წინაშე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი
Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!"
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი