The Cure-მა დაანონსებული ალბომიდან სიმღერის თიზერი გაავრცელა

The Cure-ს 16 წელია, ალბომი არ გამოუცია. ბენდის ბოლო ალბომი, სახელწოდებით 4:13 Dream, 2008 წელს გამოვიდა.
რობერტ სმითი. ფოტო: Sam Rockman

მსმენელის 16-წლიანი ლოდინის შემდეგ The Cure ახალი მუსიკით სცენას დაუბრუნდა. ბენდმა გასულ კვირას სიმღერა Alone გამოუშვა, ახლა კი კიდევ ერთი ტრეკის, Endsong-ის თიზერი გაავრცელა. 15-წამიანი ინსტრუმენტული ფრაგმენტი ჯგუფმა ინსტაგრამის ისტორიაში ატვირთა.

The Cure-ის მსმენელი დაანონსებულ ახალ სტუდიურ ალბომსაც ელის, რომლის სახელია Songs of a Lost World. სექტემბრის ბოლოს ჯგუფმა სოციალური ქსელების ოფიციალურ ანგარიშებზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ვოკალისტი რობერტ სმითი ახალ ნამუშევარზე საუბრობს. მუსიკოსის თქმით, მას ბენდის მე-14 ალბომის ჩაწერის ოფიციალური დრო არც ახსოვს, რადგან მასზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. The Cure-ს 16 წელია, რაც ალბომი არ გამოუცია. მათი ბოლო სტუდიური ნამუშევარი, სახელწოდებით 4:13 Dream, 2008 წელს გამოვიდა

„ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რაც 2019 წელს ვთქვი,”- აღნიშნა სმითმა. საუბარი ეხება 2019 წლის ინტერვიუს, როდესაც მან საკუთარი თავი სიმღერების მუდმივ გადაკეთებასა და მუშაობის პროცესის ზედმეტად გაგრძელებაში დაადანაშაულა მაშინ, როდესაც დედის, მამისა და ძმის დაკარგვას გლოვობდა. 

სმითის თქმით, საერთოდ არ უნდა ესაუბრა ალბომზე, რადგან ბენდს მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა. რობერტ სმითმა აღნიშნა, რომ ბენდის მაშინდელი გეგმა სხვადასხვა გარემოებების გამო შეფერხდა. მისი თქმით, ალბომის დასრულების მთავარი გასაღები ბენდმა მაშინ იპოვა, როცა მან პროექტის გამხსნელი და ფინალური სიმღერა დაასახელა.  

„თუ ამას ვაკეთებ, ესე იგი ვფიქრობ, რომ ნახევარი საქმე უკვე დასრულებულია. ეს ალბომის მთავარი გასაღებია,” – აღნიშნავს არტისტი.  

Alone და  Endsong შევა The Cure-ის ალბომში Songs of a Lost World, რომელიც პირველ ნოემბერს უნდა გამოიცეს. ჩანაწერში შესული სიმღერების სრული სია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  Songs of a Lost World-ის პროდიუსერები სმითი და პოლ კორკეტი არიან, რომლებმაც ასევე ერთობლივად იმუშავეს 2000 წლის ალბომზე – Bloodflowers. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგას და ბრუნო მარსის ახალი სიმღერა მეოთხე კვირაა, რაც Billboard-ის მუსიკალური ჩარტების ლიდერია

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შემთხვევას იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი