უენდი უილიამსი Diddy-ს საქმეზე დუმილს არღვევს: „ეს უბრალოდ დროის საკითხია”

ყოფილ ტელე- და რადიოწამყვანს რეპერთან ხანგრძლივი და ხმაურიანი ურთიერთობა აკავშირებს.
უენდი უილიამსი
Johnny Nunez/WireImage

სანამ ამერიკულ ოჯახებს The Wendy Williams Show-თი თავს შეაყვარებდა, ის რეპინდუსტრიის ჭორების დედოფალი იყო ისეთ პოპულარულ რადიოსადგურებზე, როგორებიცაა Hot 97 და WBLS. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ფანებს განსაკუთრებით აინტერესებთ, თუ რას იტყვის Diddy-ს გახმაურებული საქმის შესახებ უენდი უილიამსი. 

საყოველთაო ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულია, რადგან უილიამსმა, რომელიც პარალელურად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის, დუმილი დაარღვია.

წამყვანს „დეილი მეილი“ დაუკავშირდა, რომელთან ინტერვიუშიც უილიამსმა Diddy-ს გახმაურებული საქმის შესახებ ისაუბრა: „უცნაური ის არის, რომ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა: „უენდი, შენ ეს იწინასწარმეტყველე,” – უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას. „მათ შორის არიან ჩემი ოჯახის წევრებიც, რომლებმაც იგივე თქვეს.”

უილიამსმა კომენტარი რეპერის მხრიდან თავის მეგობარ გოგონაზე, კეისიზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ცნობილი ვიდეოს შესახებაც გააკეთა: „იცით, რას ვფიქრობ ამის შესახებ? ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამ ვიდეოს ტელევიზიით ნახვა… ეს უბრალოდ საშინელება იყო. მაგრამ ახლა იმაზე უნდა დავფიქრდეთ, კიდევ რამდენჯერ? კიდევ რამდენი ადამიანი? რამდენი ქალი? ეს საზარელია.”

უილიამსს და Diddy-ს ერთმანეთთან არაერთხელ ჰქონიათ კონფლიქტი, რომელთაგანაც ყველაზე გახმაურებული 1998 წელს მოხდა, როცა რეპერმა, გადმოცემის თანახმად, მაშინ ჯერ კიდევ რადიოწამყვანი უილიამსი Hot 97-დან გააგდებინა. ეს ინფორმაცია უილიამსის პროტეჟე Charlamagne Tha God-მა პოდკასტში გააჟღერა: „მთელი ამბავი ის იყო, რომ უენდის Diddy-ს გამოაშკარავება უნდოდა, რომ ის გეი იყო. სწორედ ამიტომ გააგდეს Hot 97-დან. უენდი სამსახურიდან Diddy-ს გამო გაუშვეს.”

უილიამსის სამსახურიდან გაშვების საქმეზე 2022 წელს Art of Dialogue-თან ინტერვიუში რეპერის ყოფილმა პირადმა მცველმაც ისაუბრა: „თქვენ დაიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რას ვგულისხმობდი, როცა Diddy-ს ძალაუფლებაზე ვსაუბრობდი. რა გავლენა ჰქონდა მას ნიუ-იორკის რადიოსადგურებზე? ვერავინ გაბედავდა სუნთქვას, თუ Diddy-ს ეს არ უნდოდა… მან ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი გააშვებინა Hot 97-დან, რადგან მას პაფის გაშიშვლება უნდოდა,” – თქვა მან. „პაფმა Hot 97-ს უთხრა, რომ როცა ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა, თუ ეს ადამიანი სამსახურიდან გაშვებული არ დახვდებოდა, ისინი ვერანაირ მუსიკას ვეღარ მიიღებდნენ ვერცერთი მისი მეგობრისგან და ვერცერთი ხმის ჩამწერი ლეიბლისგან, ვისაც კი მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა – ყველა ბოიკოტს გამოუცხადებდა მათ. შედეგად, ის ლოს-ანჯელესში წავიდა დაახლოებით სამი დღით და სანამ ნიუ-იორკში დაბრუნდა, უენდი უილიამსი უკვე ფილადელფიაში იყო. ის გააგდეს.”

ამჟამად Diddy-ს წინააღმდეგ სასამართლოში 120 ახალი მსხვერპლის სარჩელია შესული. რეპერი კვლავ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Aine Merme-ს სადებიუტო  EP

შემდეგი სტატია

მერაია კერი საშობაო სეზონის გახსნას ჯერ არ აპირებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი