60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

2025 წლის დასაწყისში ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი Night Divides the Day გამოვა.
ჯიმ მორისონი. ფოტო: Michael Ochs Archives/Getty Images

Doors-ს მომავალ წელს 60 წელი უსრულდება. როგორც ჯგუფის დრამერი ჯონ დენსმორი მუსიკალურ კოლექტივზე საუბრისას ამბობს, როცა ჯერ კიდევ ბავშვობაში, ლოს-ანჯელესში როკ-ჯგუფი შექმნეს, ვერც კი წარმოიდგენდნენ იმას, რაც მომდევნო წლებში მოხდა.

„როცა ბავშვი ვიყავი, 60 წელი თითქოს ისეთი ასაკი იყო, როცა ნებისმიერ წუთს სიკვდილს უნდა ელოდო. და აი, ჩვენ აქ ვართ“ – აღნიშნავს ხუმრობით დენსმორი Billboard-თან ინტერვიუში. 

ჯგუფის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებული აქტივობები ახლოვდება. ნოემბერში ბენდი მნიშვნელოვან საარქივო მასალას  გამოსცემს. 22 ნოემბერს Doors-ის 1967-1971 წლის ჩანაწერები ლიმიტირებული ფირფიტების სახით გამოვა. პროექტის ფარგლებში სულ 300 ასლის გამოცემა იგეგმება. ექვსფირფიტიანი კომპლექტი შეიცავს ჯგუფის ექვს სტუდიურ ალბომს, რომლებიც ბენდმა  გარდაცვლილ ფრონტმენთან, ჯიმ მორისონთან ერთად გამოსცა. ასევე, ახალი მასტერინგით გამოვა ოთხი ფირფიტისგან შემდგარი ვინილის  გამოცემა – Live in Detroit,  რომელიც 1970 წლის 8 მაისს Cobo Arena-ში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს ეფუძნება. ჯგუფის მენეჯერის, ჯეფ ჯემპოლის თქმით, 25 სიმღერისაგან შემდგარი კონცერტი Doors-ის მიერ ჩატარებულ შოუებს შორის ყველაზე ხანგრძლივი შესრულებაა. 

ამ გამოცემების შემდეგ, 2025 წლის დასაწყისში გამოვა Night Divides the Day – ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი, რომელიც მოიცავს ახალ ინტერვიუებს დენსმორთან და გიტარისტ რობი კრიგერთან. წიგნი აერთიანებს მორისონისა და ჯგუფის კიდევ ერთი გარდაცვლილი წევრის, რეი მანზარეკის საარქივო მასალას, მუსიკოსების კოლეგების, მეგობრებისა და თაყვანისმცემლების კომენტარებს, ფოტოებსა და სხვა რარიტეტებს. 

„60 წლის შემდეგ ისინი ისეთივე აქტუალურები არიან. მეტად აქტუალურია მათი მუსიკაც და გზავნილებიც. მინდა, მათი მემკვიდრეობა შემოვინახოთ, რადგან მგონია, რომ ის მნიშვნელოვანია ახალი თაობებისთვის,” – აღნიშნავს ჯგუფის მენეჯერი. 

ჯემპოლი დარწმუნებულია, რომ მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს დაანონსებული ვინილების ხმის ხარისხი. წიგნზე საუბრისას კი ჯემპოლი ამბობს, რომ ის მშვენიერი ნამუშევარია. „წიგნში არის მასალა, რაზეც აქამდე არავის ულაპარაკია. აქ არის ფოტოები, რომლებიც არასდროს გვინახავს.“

„ბევრი ბავშვი მოდის ჩემთან. მათ შორის არიან 10 წლის ბავშვები, რომლებიც მეუბნებიან: „დიახ, მე მიყვარს Doors. თქვენ არაჩვეულებრივი ბენდი ხართ”. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ჯიმ მორისონის შესახებ ბევრი რამ იცოდნენ, მაგრამ თავად მუსიკა უყვართ. მგონია, რომ ეს მუსიკა კიდევ 50 წელი და მეტიც გაუძლებს დროს,” – თქვა Billboard-თან საუბრისას ბენდის გიტარისტმა რობი კრიგერმა. 

60 წლის იუბილეს ფარგლებში 2025 წელს უამრავი რამ იგეგმება. მათ შორის არის  გამოფენები, სახელოვნებო ინსტალაციები და ასევე, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი საარქივო მასალის გამოქვეყნება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MTV-ის ევროპის მუსიკალური დაჯილდოების (EMA) ნომინაციებში ქალები დომინირებენ, ტეილორ სვიფტის ლიდერობით

შემდეგი სტატია

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი