ბიონსემ Cowboy Carter-ისთვის წლის ალბომის გრემი მიიღო

ეს ბიონსესთვის წლის ალბომის ნომინაციაში პირველი გრემია.
ბიონსე 2025 წლის გრემის ცერემონიაზე, წლის ალბომის ჯილდოს მიღებისას.
Kevin Winter/Getty Images

ბიონსეს ალბომმა – Cowboy Carter 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ჯილდო მოიპოვა. მუსიკოსისათვის ისტორიული საღამო აღმოჩნდა – ბიონსემ წლის ალბომის კატეგორიაში თავისი პირველი გამარჯვება აღნიშნა. ამგვარად, ბიონსე გახდა პირველი შავკანიანი ქალი ამ საუკუნეში, რომელმაც წლის ალბომის გრემი წამყვანი არტისტის სტატუსით მოიპოვა. გამარჯვებულს გრემი ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადასცეს.  

„მინდა, მადლობა გადავუხადო და პატივი მივაგო მეხანძრეებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნავენ,“ – ამ სიტყვებით დაიწყო ბიონსემ თავისი ემოციური გამოსვლა ლოს-ანჯელესის Crypto.com Arena-ზე. „სრულიად მომიცვა ამ ემოციამ, დიდი პატივია ეს აღიარება. ამასობაში, ძალიან, ძალიან ბევრი წელი გავიდა.“  

ამის შემდეგ, ბიონსემ უკვე აუდიტორიას მიმართა: „მადლობას ვუხდი აკადემიას, სიმღერების ყველა ავტორს; ყველას, ვისთანაც კოლაბორაცია მქონდა, პროდიუსერებს გაწეული შრომისთვის. ამ ჯილდოს [ლინდა] მარტელს ვუძღვნი. იმედია, სვლას გავაგრძელებთ და კიდევ მეტ კარს შევაღებთ.“  

ბიონსესთვის ეს გამარჯვებებით დატვირთული საღამო იყო – Cowboy Carter-მა საუკეთესო ქანთრი ალბომის ჯილდოც მოიპოვა, რაც მას პირველ შავკანიან ქალად აქცევს, ვინც ამ კატეგორიაში გრემი აიღო. გარდა ამისა, მან გაიმარჯვა საუკეთესო ქანთრი დუო/ჯგუფის შესრულების კატეგორიაშიც სიმღერით – II Most Wanted”, რომელიც მაილი საირუსთან ერთად ჩაწერა.  

ბიონსე გრემის ცერემონიაზე ყველაზე მეტი – 11 ნომინაციით წარდგა. Cowboy Carter აპრილში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში Billboard 200-ს ლიდერობდა. ეს ბიონსეს მერვე ალბომია, რომელმაც ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გრემის დაჯილდოებამდე, ბიონსემ Cowboy Carter Tour-ის თარიღებიც დააანონსა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრემის დაჯილდოებაზე The Weeknd მოულოდნელი პერფორმანსით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარის ჰიტმა – Not Like Us წლის ჩანაწერის ნომინაციაში გრემი მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი