კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” – დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
კანიე უესტი და ბიანკა სენსორი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Jon Kopaloff/WireImage

კანიე უესტი ტრაბახობს, რომ მან და მისმა მეუღლე ბიანკა სენსორიმ გრემისაც კი აჯობეს. ინსტაგრამის პოსტში, რომელიც ამჟამად უკვე წაშლილია, რეპერმა „გუგლის” სტატისტიკის ფოტო გააზიარა, რომელშიც ჩანდა, რომ გრემის დაჯილდოების შემდეგ ადამიანები საძიებო სისტემაში სენსორის უფრო ხშირად ეძებდნენ, ვიდრე თავად გრემის. „ჩვენ გრემის ვაჯობეთ. მეტი სიცხადისთვის: 2025 წლის 4 თებერვალი – ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე.”

გრემის წითელ ხალიჩაზე ბიანკა სენსორის ბეწვის ქურქის ქვეშ გამომწვევი, გამჭვირვალე კაბა ეცვა, რის გამოც გავრცელდა ჭორები, რომ წყვილი ცერემონიიდან გააძევეს. თუმცა Variety-ს თანახმად, გრემისთან დაახლოებულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ უესტი და მისი ცოლი „წითელი ხალიჩის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.”

აღნიშნული ჭორის გავრცელებაში უესტი ჟურნალისტ დონ ლემონს ადანაშაულებდა და წაშლილ პოსტში წერდა: „ეს არის ის სულელი, რომელმაც მოიგონა ჭორი, თითქოს მე და ჩემი ცოლი გრემიდან გამოგვაგდეს.” რეპერს თავად „სი-ენ-ენის” ყოფილი წამყვანი გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჭორი მას არ გაუვრცელებია და პირიქით, სწორედ ის იყო, ვინც სიტუაცია გამოასწორა. „მე არ ამიგორებია თქვენი გრემიდან გამოგდების ჭორი,” – ამბობს ლემონი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში. „მე რეალურად გამოვასწორე ის. თქვენი გუნდის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ სწორი ინფორმაცია გამევრცელებინა, რადგან ამ ჭორს უკვე ყველა გადასცემდა. ნეგრო, როგორც ჩანს, ეგ Make America Great Again ქუდი თავზე გიჭერს.”

კანიე უესტის სიმღერა Carnival, რომელსაც ის ტაი დოლა საინთან, Playboi Carti-სა და Rich the Kid-თან ერთად ასრულებს, წარდგენილი იყო საუკეთესო რეპსიმღერის კატეგორიაში, რომელიც კენდრიკ ლამარმა მოიგო სიმღერით Not Like Us.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lisa - ფოტო: ტაილერ კოლჰოფი

LISA-მ ქავერ-ფოტო გამოაქვეყნა სიმღერისთვის Born Again, რომელიც Doja Cat-თან და Raye-სთან თანამშრომლობით შეიქმნა

შემდეგი სტატია

„ბევრი კაბელი“ x ანუკა ყიფშიძე - I Am In The Good List

მუსიკალური პროექტი „ბევრი კაბელი”  და ახალი კოლაბორაცია არტისტ ანუკა ყიფშიძესთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი