2025 წლის Super Bowl-ის მიმდინარეობისას კანიე უესტმა Yeezy-ის უცნაური სარეკლამო რგოლი წარადგინა

ამ ვიდეოს პრემიერას წინ უძღოდა Ye-ს არაერთი ანტისემიტური, ჰომოფობიური და ე.წ. სიძულვილის ენით გაჯერებული განცხადება, რომელიც არტისტმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
კანიე უესტი გრემის 2025 წლის დაჯილდოებაზე.
ROBYN BECK/AFP via Getty Images

მართალია,  2025 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარი გმირი კენდრიკ ლამარი იყო, თუმცა, კანიე უესტმა მაინც შეძლო, ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო.  

თამაშის მსვლელობისას, ტრადიციულად, მაყურებელმა არაერთი სარეკლამო რგოლი იხილა. მათ შორის იყო კანიე უესტის ბრენდის, Yeezy-ის რეკლამა.  ვიდეორგოლში Ye ვერტიკალური ფორმატით ჩნდება, თითქოს საკუთარ თავს iPhone-ით იღებს სტომატოლოგის სავარძლიდან. არტისტს მუქი სათვალე უკეთია და ლურჯი ჰუდი აცვია. უესტი ამ დროს თითქოს ნარკოზისგან არის გაბრუებული და განმარტავს, რომ ეს Super Bowl-ის რეკლამაა საკუთარი მოდის ბრენდი Yeezy-ისთვის.  

„როგორ ხართ, ხალხო? ამ რეკლამისთვის მთელი ფული ახალ კბილებში დავხარჯე,“ – ამბობს Ye და აუდიტორიას ბრილიანტებით მოჭედილ კბილებს აჩვენებს. „ამიტომ, ისევ iPhone-ით მომიწია გადაღება. შედით Yeezy.com-ზე,” – ასე ასრულებს უესტი ვიდეოს. Yeezy-ის ვებ-გვერდზე ამჟამად ბრენდის ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთები და რამდენიმე მუსიკალური ჩანაწერი იყიდება.  

ამ ვიდეოს პრემიერას წინ უძღოდა Ye-ს არაერთი ანტისემიტური, ჰომოფობიური და ე.წ. სიძულვილის ენით გაჯერებული განცხადება, რომელიც არტისტმა  სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. პოსტში მან დადებითად მოიხსენია ადოლფ ჰიტლერი, საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა და დონალდ ტრამპს სთხოვა, Diddy გაათავისუფლოს. ამასთან, უესტმა პოსტში დამცინავად მოიხსენია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ღიად გამოაცხადა, რომ ქალებზე ფიზიკურადაც უძალადია. 

ამ პოსტების გამო, სერიალ Friends-ის ვარსკვლავმა დევიდ შვიმერმა X-ის მფლობელ ილონ მასკს საჯაროდ მოუწოდა, რომ Ye პლატფორმიდან დაებლოკა. „ჩვენ არ შეგვიძლია, ამ შეშლილი ფანატიკოსის სიძულვილით სავსე, უაზრო ბოდვა შევაჩეროთ, მაგრამ შეგვიძლია, მას ამის გავრცელების საშუალება აღარ მივცეთ, ბატონო მასკ”. – დაწერა შვიმერმა. – „კანიე უესტს X-ზე 32.7 მილიონი გამომწერი ჰყავს – ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად ებრაელთა რაოდენობა. მისი ავადმყოფური სიძულვილის რიტორიკა რეალურ ძალადობაში გადაიზრდება ებრაელების წინააღმდეგ.“  

Ye-ს პოსტებზე არტისტის მეუღლემ, ბიანკა სენსორიმაც კი გამოთქვა შეშფოთება: „ჩვენ შორის განსხვავებები არსებობს, მაგრამ ის მაინც უსაზღვროდ მიყვარს. [ღმერთო,] გაგვიძლიერე კავშირი და მიანიჭე მას მოთმინებისა და მხარდაჭერის ძალა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექსანდრე ხარანაული „შენ“ ფოტო: ნიკა თაბუკაშვილი

ალექსანდრე ხარანაულის ახალი სიმღერა „შენ“

შემდეგი სტატია

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი